Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააკაშვილი: ევროპულ ოჯახში დაბრუნებით ასრულდა ქართველი ხალხის ურყევი ნება

02 თებერვალი, 2017 17:56

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიზალიბერალიზაციის საკითხს ეხმაურება, ულოცავს საქართველოს და ამბობს, რომ ეს არის ნაბიჯი თავისუფლებისკენ.

„ევროპულ ოჯახში დაბრუნებით ასრულდა ქართველი ხალხის მრავალი თაობის ურყევი ნება. ქმედითი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე გადაიდგა 2003 წლიდან, მაშინ, როდესაც იმედგაცრუებულმა ხალხმა კვლავ ირწმუნა ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრების პერსპექტივა. 

ვარდების რევოლუცია იყო ის ფუნდამენტი, რომელმაც შეუქცევად პროცესად აქცია ქართველი ხალხის თავისუფალი სამყაროსკენ სწრაფვა.

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა უპირველესად ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისათვის, და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ახალ შესაძლებლობას, მიიღონ განათლება ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში და თავისუფლად იმოგზაურონ ევროპულ სახელმწიფოებში. 
ამასთან, ჩვენ ვდგავართ რეალური საფრთხის წინაშე, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში გაღარიბებულმა მოსახლეობამ ყოველდღიური სარჩოს საძიებლად დატოვოს ქვეყანა. 

ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსი ოლიგარქის მმართველობიდან ჩამოშორება,რათა წარმატებული და განვითარებული საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
მჯერა, საქართველო გამოიყენებს ამ უნიკალურ შესაძლებლობას ქვეყნის გაძლიერებისთვის, დემოკრატიული განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის," - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

დღეს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი ხმათა უმრავლესობით - 553 მომხრე, 66 - წინააღმდეგი - დაუჭირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების დონეზე, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას ევროკავშირის უკვე სამივე ინსტიტუტი უჭერს მხარს. 28 დეპუტატმა კენჭისყრაზე თავი შეიკავა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ივნისი
15 ივნისი

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეთა ორი ჯგუფის დ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი&ld ...
15 ივნისი
15 ივნისი

მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს ...

სახალხო დამცველი 2019 წლის 14 ივნისს გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ომბუდსმენის განცხადებით, კონტრაქ ...
15 ივნისი
15 ივნისი

სალომე ზურაბიშვილი: არ ვეთანხმები დაპირი ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ივნისს კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ აქტივისტების გამართულ ა ...
^