Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქსტატი: სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3.9%-ით გაიზარდა

03 თებერვალი, 2017 12:03

საქართველოოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური იანვრის ინფლაციის მონაცემებს აქვეყნებს. საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 2,9% შეადგინა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3,9%  გაიზარდა, ხოლო 2010 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 22,5 %-ით. 

ინფლაციამ გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებაზე. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 4.2% -ით. ფასები ასევე  გაიზარდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (22,4%), ხილისა და ყურძნის (8,9%), რძის, ყველისა და კვერცხის (3,1%), ზეთისა და ცხიმის (3,1%), თევზეულის (2,8%) და ხორცისა და ხორცის პროდუქტების (2,5%).

საქსტატის ინფორმაციით, ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 7,2%. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (10,1%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,9%).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^