Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მგლების შესახებ წინადადების ავტორი, აბორტების კრიმინალიზებასაც ითხოვს

04 თებერვალი, 2017 23:58

„მისი (ნაყოფის) განადგურება ნიშნავს მკვლელობას და არა „აბორტს“, - მგლების შესახებ საკანონმდებლო წინადადების ავტორი, გიორგი ლაბაძე საქართველოს პარლამენტს მორიგი საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს. ის აბორტის კრიმინალიზაციას და 12 კვირიანი დასაშვებობის სტადიის გაუქმებას ითხოვს.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსაა“ და საქართველოს ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილებები უნდა შევიდეს.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლი კრძალავს უკანონო აბორტს. ჩვენი კანონმდებლობით, აბორტი კანონიერი იმ შემთხვევაშია თუკი ფეტული 12 კვირის არ არის ან არსებობს სოციალური და სამედიცინო ჩვენებები. ასეთი მიდგომის შედეგი ის არის, რომ 2014 წლის სტატისტიკით, დაბადებული ბავშვის რაოდენობა იყო 60 635, ხოლო ჩატარებული აბორტების - 31 908. გამოდის, რომ საშუალოდ საქართველში დაბადებული ბავშვების რაოდენობის ნახევარი, დედის ორგანიზმში არსრულებს სიცოცხლეს.

თანამედოვე ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოგვცა იმის საშუალება, რომ გავაცნობიეროთ, თუ რას გრძნობს ბავშვი აბორტის დროს და რამდენად იტანჯენა იგი პროცესის მიმდინარეობისას. კვლევები ცხადყოფს, რომ იგი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინდივიდია. იმის ფიქრი, რომ ბავშვი დედის ორგანიზმის პირდაპირი ნაწილია, ძველ რომსა და საბერძლეთში უნდა დავტოვოთ და გავიაზროთ, რომ იგი სრულიად სხვა ორგანიზმია და მისი განადგურება ნიშნავს მკვლელობას და არა „აბორტს“, - წერს ლაბაძე.

„საქართველოში არსებული მიდგომა აბორტის მიმართ, ემყარება მხოლოდ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ზეწოლას, რომელიც მოქალაქეების ძალიან მცირე რაოდენობას მოიცავს. გასაგებია, რომ ლიბერალური დემოკრატია არის უმრავლესობის მიერ უმცირესობის უფლებების დაცვის გარანტი, მაგრამ ასეთი პოლიტიკური რეჟიმი არ უნდა არღვევდეს სართო მორალურ წესრიგს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უმრავლესობის ნებას“, - წერია საკანონმდებლო წინადადებაში 

საკანონმდებლო წინადადებაში წერია, რომ თუ აღნიშნულს პარლამენტი არ განახორციელებს, ლაბაძე საკანონმდებლო ინიციატივისთვის 30 000 ხელმოწერას შეაგროვებს.

ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას. თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში, აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით.

გიორგი ლაბაძემ საქართველოს პარლამენტს დეკემბერში მტაცებელ ცხოველებზე ნადირობის გამარტივების შესახებ წინადადებითაც მიმართა. მისი წერილის მიხედვით, საქართველოში, არაოფიციალური ინფორმაციით, რამდენიმე ათასი მგელი ბინადრობს. როგორც ის წერს, მომრავლებული მგლების გამო გახშირებულია მათ მიერ ადამაინებზე თავდასხმისა და სოფლის მეურნეობის ნორმალურ წარმართვაში ხელის შეშლის ფაქტები.

კანონები მგელზე და მგლის კანონები ტყეში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^