Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: ციხეებში სავარაუდო უფლებების დარღვევაზე 2016 წელს 167 ზარი შემოვიდა

06 თებერვალი, 2017 14:24

სახალხო დამცველმა 2016 წლის საქმიანობის შემაჯამებელი დოკუმენტი წარმოადგინა. მასში საუბარია აპარატში მოქალაქეების განცხადებებზე, სახალხო დამცველის რეკომენდაციებსა და მათი შესრულების მაჩვენებელზე. ანგარიშში მოხვდა მონაცემები ომბუდსმენის აპარატის ფინანსური და ადამიანური რესურსის შესახებ.

ანგარიშის თანახმად, წინა წელთან შედარებით, 2016 წელს აპარატისადმი მიმართვიანობა გაიზარდა - ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესახებ მოქალაქეებმა სახალხო დამცველს 8827-ჯერ მიმართეს, საიდანაც დასაშვებობა 6558-მა განცხადებამ გაიარა. მათი დიდი ნაწილი, 3214 განცხადება სისხლის სამართალს ეხებოდა. ამასთან, შესული განცხადებებიდან 382 ბავშვის უფლებათა დაცვის ცენტრში გადაიგზავნა, 186 - შშმ პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტში, ხოლო 155 - გენდერული თანასწორობის დეპარტამენტში. 

2016 წელს სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა და სხვადასხვა უწყებაში გაგზავნა 15 623 კორესპონდენცია. რაც შეეხება რეკომენდაციებს, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო პირების მიმართ 77 რეკომენდაცია გაიცა, საიდანაც 15 დისკრიმინაციას ეხებოდა. დანარჩენი რეკომენდაციები ისეთ საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა თანასწორობს უფლება, ქალთა უფლებები, არასათანადო მოპყრობა, შრომითი უფლებები, შშმ პირთა უფლება, პატიმართა უფლებები და ა.შ.

ამ რეკომენდაციების უმეტესობა, 18 მათგანი საქართველოს მთავარ პროკურატურას გაეგზავნა (საიდანაც 13 შესრულდა), 7 - მთავრობას (შესრულდა 2), 7 - შსს-ს(შესრულდა 5), 5 - განათლების სამინსიტროს (შესრულდა 1), 4 - სასჯელაღსრულების სამინისტროს (შესრულდა 1) და სხვა. 

საანაგრიშო პერიოდში ცხელ ხაზზე 2 559 ზარი შევიდა, მობილური ჯგუფების ადგილზე გასვლის შედეგად შედგა 337 ოქმი, საიდანაც 167 შეტყობინება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სავარაუდო უფლებების დარღვევას ეხებოდა: #8 დაწესებულება - 43 შეტყობინება, #2 დაწესებულება - 38 შეტყობინება, #3 დაწესებულება - 21 წინადადება, #5 დაწესებულება - 17 წინადადება, #6 დაწესებულება - 14 წინადადება,  #18 დაწესებულება - 9 წინადადება და ა.შ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^