Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯეჯელავა: 2017-2018 სასწავლო წელს ახალი სახელმძღვანელოების მომზადება ვერ მოესწრება

07 თებერვალი, 2017 16:27

განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯელელავამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 2017-2018 სასწავლო წელს I-VI კლასებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული განახლებული სახელმძღვანელოების დაბეჭვდა ვერ მოსწრება. შესაბამისად, საგანი „მე და საზოგადეობა" 2017-2018 სასწავლო წელს სკოლაში ვერ შევა. 

„დიდი იმედი მაქვს, რომ გრიფირება ერთ კვირაში გამოცხადდება. გამომცემლები მოამზადებენ სახელმძღვანელოებს, რომლებიც  2017- 2018 სასწავლო წლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გასაცნობად.  განახლებული, უკვე დაბეჭდილი სახელმძღვანელოები კი  სკოლებში 2018 2019 სასწავლო წელს შევა," - ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა. 

მინისტრის განმარტებით, იმ სახელმძღვანელოებს, რომლებიც 2017-2018 სასწავლო წლებში იქნება ხელმისაწვდომი, გრიფირება უკვე გავლილი ექნებათ, თუმცა არ დაიბეჭდება და არც სკოლაში შევა. 

„გრიფირების წესში არის სიახლე, გამომცემელი იღებს ვალდებულებას, რომ თავის სახელმძღვანელოში შეიტანოს შინაარსობლივი ცვლილება, რაც იქნება შეთავაზებული მასწავლებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების ან ჩვენ მიერ. გამოდის, რომ თუკი სექტემბერში ხელმისაწვდომი იქნება ეს სახელმძღვანელოები, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ დაიბეჭდა და სკოლაში არ დარიგდა, მეტი დრო აქვს გამომცემელს, რომ სახელმძღვანელოზე იმუშაოს. ეს სახელმძღვანელო უკვე საბოლოო ვერსია კი არ არის, არამედ გამომცემელს საამისოდ კიდევ ერთი წელი აქვს, რომ ის ამ მიღებული უკუკავშირის საფუძველზე განაახლოს.“

მინისტრის თქმით, ამ და მომდევნო კვირებშიც გამომცემლობების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გაგრძელდება, რომლის დროსაც ერთად შეთანხმდებიან კონკრეტულ ვადებზე, თუ როდის უნდა წარმოადგინონ სახელმძღვანელოები. აქამდე საუბარი იყო, რომ გამომცემლობებს სახელმძღვანელოები 15 აპრილამდე უნდა წარმოედგინათ, თუმცა მინისტრის თქმით, ეს ვადა აღარ განიხილება, რადგან ამ დროში სახელმძღვანელოების მომზადება ვერ მოესწრება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^