Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვიციანი: რა საერთო აქვს სიტყვის თავისუფლებასა და ცილისწამებას?!

08 თებერვალი, 2017 15:10

„რა საერთო აქვს სიტყვის თავისუფლებასა და ცილისწამებას ერთმანეთში", - ამის შესახებ დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 „2005 წელს, ჩვენდა სამწუხაროდ, ეუთოს რეკომენდაციით გაუქმდა ცილისწამების მუხლი, რაც ქვეყნის მტრებმა და კერძოდ, ტერორისტმა სააკაშვილმა გამოიყენა ჩვენი ხალხის საწინააღმდეგოდ. ძალიან დიდი გამოეხმაურებაა საზოგადოებაში ამ მუხლზე და ითხოვენ, რომ ეს მუხლი აღდგეს. რატომ ვართ წინააღმდეგი ამ მუხლის აღდგენის, ვერ გავიგე. თითქოსდა, სიტყვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება. რა საერთო აქვს სიტყვის თავისუფლებასა და ცილისწამებას ერთმანეთში", - განაცხადა კვიციანმა.

მისი თქმით, უნდა შეჩერდეს ეს უბედურება, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის პრობლემაა.

„ვისაც არ გამოუცდია, რა არის ცილისწამება, მე შემიძლია ვთქვა, რომ ღმერთმა არც გამოგაცდევინოთ ნურავის. დღესაც არ არიან გამოსულები სტრესიდან ჩემი შვილები, ამ ცილისწამების გამო. არსებობენ ბავშვთა უფლებების დამცველები, ხმას არ იღებენ ამაზე.  ბავშვს, რომელსაც ესმის მშობელზე ცილისწამება, თან ტელევიზიებით, ტელევიზიები ამაზე 24 საათი მუშაობდნენ, იქნებ შევაჩეროთ ეს უბედურება, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის პრობლემაა“, - განაცხადა კვიციანმა.

2004 წლის 24 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რითაც რადიკალურად შეიცვალა ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების რეჟიმს აწესრიგებდა. ახალმა კანონით, საქართველო იმ  ქვეყანათა შორის მოხვდა, სადაც ცილისწამება სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი დანაშაული არ არის.

ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ფაქტების კრიმინალიზების საჭიროებას საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიაც ხედავს. მათ შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებითაც მიმართეს პარლამენტს.

მამუკა მდინარაძე: ცილისწამების კრიმინალიზება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

4 ლგბტ აქტივისტს ჰომოფობიური მოტივით ფიზ ...

ლგბტ აქტივისტი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე მას და კიდევ 3 აქტივისტს ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი კლუბის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ბრა ...

ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღვანელის, ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ზუგდიდში მოწამლული 10 უცხოელი ბავშვის სა ...

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 უცხოელი ბავშვი გადაიყვანეს. როგორც „ლიბერალს“ „ევექსში&ldqu ...
^