Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აუდიტორია 115-მა“ „ბიბლუსი გალერისთან“ აქცია გამართა

11 თებერვალი, 2017 19:59

დღეს „აუდიტორია 115“ - ის წევრები შეიკრიბნენ „ბიბლუსი გალერისთან“, მათ სოლიდარობა გამოუცხადეს კომპანიაში დასაქმებულ კონსულტანტებს და პროტესტი გამოხატეს დასაქმებულთა შრომით პირობების გამო. სტუდენტებმა შრომით უფლებებზე ბუკლეტები დაარიგეს. 

„დღეს სტუდენტრები სპონტანურად შევიკრიბეთ „ბიბლუსი გალერისთან“. ვაფიქსირებთ სოლიდარობას აქ დასაქმებული კონსტულტანტებისადმი. ჩვენ  ორ მეგობარ ორგანიზაციას ჟურნალ „ლიბერალს“ და „ადამიანის უფლებებისა და სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს“ ვთხოვეთ მოეწოდებინათ ჩვენთვის ჟურნალები, სადაც ადამიანების შრომით უფლებებზე იყო საუბარი. მათ ეს სიკეთე გააკეთეს და  მცირე დახლზე უფასოდ ვარიგებთ შრომით უფლებებთან დაკავშირებულ სახელმძღვანელოებს, ბუკლეტებს, რომელიც პროფკავშრების შექმნას და ჩვენი უფელებების დაცვას გვასწავლის." - განუცხადა "ლიბერალს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

მისი თქმით, დღეს ბიბლუსში არის 60 საათიანი სამუშაო კვირა, დღის განმავლობაში 10-15 წუთიანი შესვენების დრო, არ არსებობს ზეგანაკვეთური ანაზღაურების არაანაირი სისტემა. მხოლოდ აქვთ ბონუსების სისტემა, რომელიც გააზრების არსებული ფორმულის გარეშე ადგენს ანაზღაურებას და ეს ანაზღაურება დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ხელმძღვანელობის კეთილ ნებაზე. 

"კონსულტანტები დილიდან საღამომდე  მუშაობენ  საწყობებში მუშებად, დამლაგებლებლად და მათ არა თუ წახალისება, ღირსეული შრომის ანაზღაურებაც არ აქვთ.  ეს ადამიანები არიან ჩაგრულები და მათ აიმაღლეს ხმა. ეს პროტესტი დაუკავშირდება აუცილებლად ამ სფეროში დასაქმებულებს, საწარმოებს, „ფრესკოს“, რუსთავის აზოტს. ყველაფერს ერთი საწყისი აქვს - სახელმწიფო, რომელიც ვერ აგებს პასუხს და ვერ იცავს მოქალაქეს დამსაქმებლის ველური ინტერესებიდან.

ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას. თუ ახლა აქ ვართ 50 ადამიანი, მომავალში აუცილებლად დაიგეგმება დიდი აქცია ბიბლუსის მხარდასაჭერად“.-განაცხადა „აუდიტორია 115“-ის წევრმა ირაკლი კუპრაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^