Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანონპროექტი: მსჯავრდებულთა გარკვეულ ნაწილს უმაღლესი განათლების მიღების უფლება ექნება

13 თებერვალი, 2017 18:50

დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის ან გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლება ექნებათ. აღნიშნულ ცვლილებას „პატიმრობის კოდექსში“ შესატან ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს. კანონპროექტი დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტის ავტორი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა.

როგორც საკომიტეტო მოსმენისას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა განმარტა, ამჟამად, პენიტენციურ დაწესებულებაში ათამდე მსჯავრდებული იხდის სასჯელს, რომლებსაც ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები, ჩარიცხულნი არიან შესაბამის უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა არსებული აკრძალვის გათვალისწინებით,  ვერ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას.  „პატიმრობის კოდექსის” არსებული რედაქციით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მხოლოდ ზოგადი და პროფესიული განათლება მიიღოს. 

„მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების მიხედვით კლასიფიცირებამ და შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილებამ აუცილებელი გახადა, რომ მსჯავრდებულები, რომლებიც საზოგადოებისთვის ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ, პენიტენციურმა დაწესებულებამ უზრუნველყოს მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამებით.  არსებული პრაქტიკის ანალიზმა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების საჭიროებების კვლევამ აჩვენა, რომ აუცილებელია პირველ ეტაპზე ასეთ მსჯავრდებულებს საშუალება ჰქონდეთ პენიტენციური დაწესებულების პირობებში მიიღონ უმაღლესი განათლება“,- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად მსჯავრდებულთა მიერ ბაკალავრიატის პროგრამაზე განათლების მიღების წესსა და პირობებს შეიმუშავებს.

ზვიად მიხანაშვილის თქმით, მსჯავრდებულმა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება დაძლიოს ელექტრონული ან ნაწილობრივ ელექტრონული ფორმით. მისივე თქმით, რადგან უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მოქმედი რედაქცია ელექტრონული სწავლების ფორმას ითვალისწინებს, საჭიროა ელექტრონულ სწავლებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა, რათა ელექტრონული სწავლება შესაძლებელი გახდეს პენიტენციურ დაწესებულებაშიც.

„რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას, პატიმრობის კოდექსის მიხედვით, კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრება კონკრეტულ პროფესიათა და საგანმანათლებლო პროგრამათა ჩამონათვალი, რომლებიც შესაძლებელია რომ ისწავლებოდეს მსჯავრდებულთათვის. ზოგიერთი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლოა ითვალისწინებდეს პრაქტიკულ კომპონენტსაც, რომლის შესრულებაც შეუძლებელია მსჯავრდებულთათვის. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულს ეზღუდება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის თავისუფალი არჩევის შესაძლებლობა და აირჩევს იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის სწავლებაც არის დასაშვები და შესაძლებელი სასჯელაღსრულების დონეზე“, - განმარტა ზვიად მიხანაშვილმა.

მისივე თქმით, სწავლების შემდეგ გაიცემა დიპლომი.

კანონპროექტის თანახმად, მსჯავრდებულს, რომელიც სარგებლობს უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატი) მიღების უფლებით, სწავლის უფლება უჩერდება დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში ან დისციპლინური პატიმრობის მოქმედების დროს.

კანონპროექტის განხილვისას წამყვანი კომიტეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^