Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა: პატრიარქის მკვლელობის მცდელობაზე არაფერი გვითქვამს

16 თებერვალი, 2017 12:04

როგორც „ლიბერალს“ საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, მათ არ უთქვამთ, რომ მამა გიორგი მამალაძისთვის წაყენებულ ბრალში პატრიარქის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი.

„ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ საუბარი ეხება ერთ-ერთ პირს პატრიარქის გარემოცვიდან,  - განმარტავენ უწყებაში.

13 თებერვალს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც მთავარმა პროკურორმა განაცხადა შემდეგი: 

„2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება".

იმავე დღესვე ბრიფიგნს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ:

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა: „ტრაგედიას გადავრჩით. ეს ტრაგედია არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ ქვეყნის დესტაბილიზაციასაც გამოიწვევდა. ყველა ჩვენთაგანისთვის ეს ეროვნული ტრაგედია იქნებოდა. დანაშაული, რომელიც მთავარი პროკურორის განცხადებიდან ჩანს, სახელისუფლებო გუნდის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, თავიდან იქნა აცილებული”

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, "უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან. აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული – ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა... 

...გამომდინარე შექმნილი არაორდინარული ვითარებიდან, ბერლინში გავაგზავნე ჩემი პირადი დაცვის წევრები, დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ერთად, რათა ადგილზე გაძლიერებული ყოფილიყო უსაფრთხოების ზომები. ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების პროფესიონალურად წარმართვა და ბოლომდე მიყვანა. მთავარია, რომ ექიმების განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს".

ვიცე პრემიერიმა კახი კალაძემ კი თქვა, რომ "ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე, ჩვენს ინსტიტუტებზე, ქვეყანაში სიმშვიდესა და მშვიდობაზე".

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით კი,  "ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენა იქნა თავიდან აცილებული. ამისთვის მადლობა ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს, რომელთაც კოორდინირებულად იმუშავეს და რაც მთავარია, იქნა აცილებული უმძიმესი შედეგი".



 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

NDI-მ თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) აგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით,&n ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

კაშია ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ...

არნემის „ვიტესის“ ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშ ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

ჯოზეფ სმიტი კედლებს საკუთარი საარჩევნო პ ...

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი კედლებს საკუთარი საარჩევნო პლაკატებისგან ასუფთავ ...
^