Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი „ციანიდის საქმეზე“: სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს

16 თებერვალი, 2017 15:26

„მე ყველა დეტალს ვფლობ. როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი. სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში განუცხადა.

მისი თქმით, ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ერთიანობა, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა აღნიშნავს, რომ მომხდარს სპეკულაციების უზარმაზარი ნაკადი მოჰყვა. მიის შეფასებით, ახლა მთავარი პატრიარქის ჯანმრთელობა და გამოძიების დასრულებაა.

 „ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მუხტი ჩავაცხროთ, გამოძიებას მივცეთ საშუალება დაასრულოს გამოძიება, დაადგინოს ყველა დეტალი და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ საჯაროდ“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^