Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროფკავშირები ჯანდაცვის სამინისტროს "ბიბლუსში" მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

16 თებერვალი, 2017 18:13

საქართველოს პროფკავშირები "ბიბლუსთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, დაინტერესდეს ქსელში თანამშრომელთა უფლებების დარღვევის ფაქტებით, ეფექტურად განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა შრომის კანონმდებლობის შესრულებაზე, მოსთხოვოს დამსაქმებელს კანონის პატივისცემა და პასუხისმგებლობის აღება მათ მიერ ჩადენილი დარღვევების გამო.

"2017 წლის თებერვალში ”ბიბლუსის” მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი ფილიალის, "ბიბლუს გალერის" თანამშრომლების მიერ ვიდეომიმართვის გავრცელების და პროტესტის გამოხატვის შემდეგ, ისინი ადმინისტრაციის მხრიდან აზრის გამოხატვის და საკუთარი შრომითი უფლებების დაცვის გამო არათანასწორი მოპყრობის და უკანონო დევნის მსხვერპლნი გახდნენ.

დამსაქმებლის აგრესია კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ თანამშრომლებმა გადაწყვიტეს ესარგებლათ გაერთიანების თავისუფლების საკანონმდებლო გარანტიებით და დაგეგმეს პროფკავშირის შექმნა, რათა პროფკავშირის ეგიდით ერთობლივად დაეცვათ საკუთარი და კოლეგების შრომითი უფლებები. მათ დაიწყეს აქტიური მომზადება კოლექტიური დავის ლეგალურად ინიცირებისთვის, თუმცა ადმინისტრაციამ უხეში ჩარევით და კანონის ნორმების უგულებელყოფით, სამსახურიდან გაათავისუფლა პროტესტის გამომხატველი მშრომელი აქტივისტები.
პროფესიული კავშირების გაერთიანებას მიაჩნია, რომ "ბიბლუსის" ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებული ქმედებები, არის თანამშრომელთა ღია და აშკარა დევნა საკუთარი შრომითი უფლებების დაცვის და ამ კუთხით განხორციელებული აქტიური ქმედებების გამო.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა და ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ სარგებლობენ დამსაქმებლები ქვეყანაში შრომითი ურთიერთობების სფეროში შექმნილი უკიდურესი დაუსჯელობის გარემოთი და კანონის დარღვევით დევნიან უფლებების დამცველ აქტიურ თანამშრომლებს. სამწუხაროა, რომ ეს არის ბოლო წლების კარგად დამკვიდრებული ტენდენცია საქართველოში, რომელსც ხელისუფლება სრული გულგრილობით ეკიდება.

აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს საქართველოს შრომის კანონმდებლობის და შრომის საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას და პასუხისმგებლობა კომპანიის ადმინისტრაციასთან ერთად ეკისრება მთავრობასაც, რადგან ის ვერ ან არ უზრუნველყოფს მოქმედი შრომის კანონმდებლობის აღსრულებას პრაქტიკაში. სწორედ ამის გამოა, რომ საქართველოში გზა აქვს გახსნილი სამუშაო ადგილებზე მასშტაბურ დისკრიმინაციას, შრომით ექსპლუატაციას და პროფკავშირის აქტივისტების დევნას არამხოლოდ კერძო, არამედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებსა და ორგანიზაციებში. 

მსგავსი გამოვლინებები უარყოფითად აისახება საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, მათ შორის არღვევს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს და დაუცველს ტოვებს მშრომელებს უპასუხისმგებლო ბიზნეს-კომპანიების მხრიდან სულ უფრო მზარდი დისკრიმინაციის და დევნის პოლიტიკის წინაშე.

მოვითხოვთ, ხელისუფლებამ სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება შრომის და დასაქმების სფეროში გამეფებულ ჩაგვრის ფაქტებზე, კეთილსინდისიერი სოციალური დიალოგის ფარგლებში განახორციელოს არსებული შრომის კანონმდებლობის ცივილიზებული რეფორმა და ჩამოაყალიბოს ეფექტურად ფუნქციონირებადი შრომის ინსპექცია”, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^