Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესი დამტკიცდა

16 თებერვალი, 2017 20:07

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანებით, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესი დამტკიცდა. მინისტრის ბრძანება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში.

გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გრიფის მოქმედების ვადა განისაზღვრება 3 სასწავლო წლით.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირების ეტაპებია:

ა) I ეტაპი − გრიფირების გამოცხადება;

ბ) II ეტაპი − განაცხადების რეგისტრაცია;

გ) III ეტაპი − რეცენზირება/მოსაზრების განხილვა;

დ) IV ეტაპი − გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

როგორც მინისტრმა 7 თებერვალს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განმარტა, როგორც დაგეგმილი იყო, 2017-2018 სასწავლო წელს I-VI კლასებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული, განახლებული სახელმძღვანელოების დაბეჭვდა ვერ მოესწრება, ამიტომ ახალი სახელმძღვანელოები სკოლებში 2018-2019 სასწავლო წლიდან შევა.

მინისტრის განმარტებით, ახალი სახელმძღვანელოები 2017- 2018 სასწავლო წლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გასაცნობად, მაგრამ სკოლებისთვის არ დაიბეჭდება.

„გრიფირების წესში არის სიახლე, გამომცემელი იღებს ვალდებულებას, რომ თავის სახელმძღვანელოში შეიტანოს შინაარსობლივი ცვლილება, რაც იქნება შეთავაზებული მასწავლებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების ან ჩვენ მიერ. გამოდის, რომ თუკი სექტემბერში ხელმისაწვდომი იქნება ეს სახელმძღვანელოები, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ დაიბეჭდა და სკოლაში არ დარიგდა, მეტი დრო აქვს გამომცემელს, რომ სახელმძღვანელოზე იმუშაოს. ეს სახელმძღვანელო უკვე საბოლოო ვერსია კი არ არის, არამედ გამომცემელს საამისოდ კიდევ ერთი წელი აქვს, რომ ის ამ მიღებული უკუკავშირის საფუძველზე განაახლოს“,- განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

15 თებერვალს, მინისტრის ბრძანებით  „ეროვნული სასაწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 18 მაისის  ბრაძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც ბრძანება ნაცვლად 2017 წლისა, 2018 წლის 15 სექტემბრიდან ამოქმედდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 აპრილი
22 აპრილი

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს 43-მა ...

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრა დასრულდა. კომისიის 43-მა წევრმა პროექტს მხარი დაუჭრა. 8 კი წინააღმდეგი ...
22 აპრილი
22 აპრილი

ვაკო ნაცვლიშვილი - სოციალური დაცვის უფლე ...

სოციალური დაცვის უფლება, მოქმედი კონსტიტუციის 32-ე მუხლი, უფლება აღარ იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო კო ...
22 აპრილი
22 აპრილი

კობახიძე პრეზიდენტზე - სახელმწიფოს მეთაუ ...

პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და მისი  მაღალი სტატუსი რჩება უცვლელი. ის არის, უმაღლესი მთავარსარდალი და ...
^