Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ: კარგის მეტი არაფერი მსმენია და მინახავს მისგან

16 თებერვალი, 2017 23:06

მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან, - ამმობს  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

პატრიარქის მიმართვის ვიდეო ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა

პატრიარქი ბერლინში  სამკურნალოდ იმყოფება და რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა. 

„ მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან“, - განაცხადა ილია მეორემ.

„ვერავინ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო“, - ამბობს პატრიარქი.

.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

26 მაისი
26 მაისი

26 მაისთან დაკავშირებით Google-მა დიზაინ ...

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, Google-მა დიზაინი შეიცვალა. საძიებო სისტემაში შესვლისას მთების ფო ...
25 მაისი
25 მაისი

გიორგი მარგველაშვილი ევროკომისიის პრეზიდ ...

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად თბილისში ჩამოსულ ჟან კლოდ იუნკერს შ ...
25 მაისი
25 მაისი

პრეზიდენტმა პირველი რესპუბლიკის მთავრობი ...

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილმა პირველი რესპუბ ...
^