Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შალვა ხუციშვილი: მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება

17 თებერვალი, 2017 12:10

ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. აღნიშნული საკითხი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტში უმრავლესობის ლიდერსა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან განიხილა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთა პაკეტიდან ეს მუხლი უკვე ამოღებულია, თუმცა უცვლელი რჩება ე.წ. უკონტაქტო პატრულირება და მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა.

„პარლამენტმა დეკემბერში მიიღო საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რამაც გარკვეულწილად გააძვირა განბაჟება და ის რისკი, რომ გაიზრდებოდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა მარცხენასაჭიანებთან მიმართებაში და გაუთანაბრდებოდა მათ, შემცირდა. შესაბამისად, მკაცრ მიდგომას აღარ მოვითხოვთ და ეს ნაწილი ამოღებული იქნება კანონპროექტიდან. ანუ არ აიკრძალება მარჯვენასაჭიანები. ვისაც უღირს, რომ ამ ფასად შემოიყვანოს, შესაძლებელი იქნება,“ - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების აკრძალვის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დგას,  თუმცა ქულათა სისტემა, მართვის მოწმობის  შეჩერების საკითხი, უკონტაქტო პატრულირების თემა და ა.შ. ღია საკომიტეტო ფორმატში განიხილება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ორშაბათიდან განახლდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^