Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვასილ მაღლაფერიძე: დღეს კონსენსუსის გზა წარმოვადგინეთ

17 თებერვალი, 2017 13:27

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი სამეურვეო საბჭოს ხვდება. ისინი ბორდის მიერ გუშინ წარდგენილ თვალსაზრისსა  და მენეჯმენტის ახალ გეგმას განიხილავენ. 

სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთი მსხილაძე ამბობს, რომ მენეჯმენტმა თავდაპირველადაც მხოლოდ რეიტინგებზე დაყრდობილი გეგმა წარმოადგინა და მეორე ჯერზეც ასეთივე გეგმაა.

„ითქვა, რომ მხოლოდ ორი ხელმისაწვდომი მონაცემი არსებობს: რეიტინგი და დანახარჯი ფასეულობასთან მიმართებით. ეს უკანასკნელიც კი არ არის აქ გამოყენებული. როცა გუშინ გიორგიმ იკითხა, ეს მომავლისთვის უნდა გავითვალისწინოთ თუ არა, მარინამ უპასუხა, რომ ეს არის საჭირო გუშინ. იმიტომ რომ გუშინ ჩვენ გაგვიკეთებია ასეთი ექსპერტული კვლევები,
ასე მექანიკურად,“ - ასე უპასუხა ქეთი მსხილაძემ მენეჯმენტის ახალ გეგმას. 

ვასილ მაღლაფერიძის თქმით კი, მენეჯმენტი ფიქრობს, როგორ გამოიყვანოს მაუწყებელი ღრმა კრიზისიდან, როგორ გადაიჭრას შენობის საკითხი და როგორ მოხდეს მოდერნიზაცია და გადაიარაღება.  

„ესაა ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანები. ვცდილობთ, რაღაცნაირად საერთო ენა ვიპოვოთ. ასეთივე სურვილს და ტონს ველოდებით საბჭოსგან. ამ გეგმით შემოვდივართ. თუ ეს საბჭოსთვის მიუღებელი აღმოჩნდება, შეუძლია, სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ მზად ვართ, სამუშაო რეჟიმში ვუპასუხოთ კითხვებს. რაღაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ თუნდაც მენეჯმენტთან დაკავშირებით. ჩვენ კრიზისიდან გამოსვლის გზას ვეძებთ, დღეს კონსენსუსის გზა წარმოვადგინეთ, -ამბობს ვასილ მაღლაფერიძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 თებერვალი
21 თებერვალი

საპატრიარქოში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯე ...

საპატრიარქოში შეხვედრა დაიწყო, სადაც ე.წ. ციანიდის საქმეზე იმსჯელებენ. შეხვედრას სასულიერო პირები დაესწრებიან. საზ ...
21 თებერვალი
21 თებერვალი

პრემიერი: დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს ...

დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-თან ურთიერთობაში, ძალიან პოზიტიურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორ ...
21 თებერვალი
21 თებერვალი

ნანუაშვილი: პატრიარქს აქვს სურვილი შეხვდ ...

კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სურვილი შეხვდეს დეკანოზ გიორგი მამალაძეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს სახალხო დამცველმა უჩ ...
^