Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მენეჯმენტის ახალი ხედვის მიხედვით, „რეალური სივრცე“ და „წითელი ზონა“ დაიხურება

17 თებერვალი, 2017 13:55

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტმა სამეურვეო საბჭოს მიერ შეთავაზებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გადაცემის შეფასების სისტემა წარმოადგინა.

„ეს სისტემა გვაძლევს საშუალებას, წარმოვადგინოთ ობიექტური (ციფრობრივ მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული) სურათი და დღეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველ არხზე არსებული გადაცემები დავყოთ სამ ჯგუფად:
1.    გადაცემები, რომლებიც იზიდავს მაყურებელს (მათი რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე მეტია).
2.    გადაცემები, რომლებიც მაუწყებელს უნარჩუნებს არსებულ სტატუს კვოს (მათი რეიტინგი ემთხვევა არხის საშუალო რეიტინგს).
3.    გადაცემები, რომლებიც იწვევს მაყურებლის მიგრაციას სხვა არხებზე (მათი  რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე ნაკლებია). 

ჩვენ მიერ წარმოდგენილი სურათის საფუძველზე და ჩვენი ამოცანებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენი ხედვა გულისხმობს პირველი და მეორე ჯგუფის გადაცემების დატოვებას ეთერში, ხოლო მესამე ჯგუფის გადაცემების დახურვას.“ 

შეფასების ამ სისტემაზე დაყრდნობით მენეჯმენტმა წარმოადგინა გადაცემების ჩამონათვალი. 

მესამე ჯგუფში შემავალი გადაცემები, რომლებიც დაუხურება, არის: "დოკუმენტური ფილმების სტუდია", "ეკონომეტრი", "ვაშინგტონი დღეს", "სპორტი 360 გრადუსი", "მთავარი", "რეალური სივრცე პარასკევი", "ვექტორი", "სპორტის დაფა", "წითელი ზონა", "რეალური სივრცე", "ტელემანი", "კაცების დრო", "С სტუდია", "უცნობი მუსიკა". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^