Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ახვლედიანი ფარულ ჩანაწერზე: მე რაც მოვისმინე, ეს არის 4-5 საუბრიდან ამოკრებილი

17 თებერვალი, 2017 13:58

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე  მამუკა ახვლედიანი სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც მან გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, მას მიაჩნია, რომ ჩანაწერი, რომელიც მან მოისმინა, მონტაჟია და სავარაუდოდ, 4-5 საუბრიდანაა ამოკრებილი. მისი თქმით, რაზეც ფარულ ჩანაწერშია საუბარი, ამ საკითხებზე ძალიან ბევრ ჟურნალისტთან და ადამიანთან  უსაუბრია. ამიტომა ვერ იხსენებს, ვისთან რა საუბარი იყო.

„ვიყავით ერთ-ერთ ოჯახში სუფრაზე და მიდიოდა დაახლოებით ორსაათიანი საუბარი. ამ საუბარში მონაწილეობდა სამი პირი და მეოთხე პერიოდულად ესწრებოდა. თუმცა, მე რაც მოვისმინე, ეს არის ძალიან ბევრი საუბრიდან ამონარიდები, შესაძლოა, ეს ერთგან ვთქვი, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ეს იყოს ოთხი-ხუთი საუბრიდან ამონაკრებები. თუ იმ სუფრაზეა ჩანაწერი გაკეთებული, მაშინ ძალიან ბევრ სხვა საკითხზეცაა იქ საუბარი და ის ნაწილი სად წავიდა? ალბათ მონტაჟია, სხვა რა სახელი შეიძლება დავარქვა ამას. იქნებ საერთოდ უშიშროებამ ან მესამე პირმა ჩაწერა ეს საუბარი“, - განაცხადა გამოკითხვაზე შესვლამდე მამუკა ახვლედიანმა.

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მისთვის ძალიან უცნაურია, როცა გამოძიების შესახებ ინფორმაციას პარლამენტის უმრავლესობის ლიდერისგან ბრიფინგიდან იგებს.

„ გვარამიასი ხან სჯერათ და ხან - არა. როცა ის აცხადებს, რომ მე გავაკეთე ჩანაწერიო, მე მკითხეთ, მჯერა რომ გვარამიამ გააკეთა? ეს კითხვა არავის გასჩენია? მაშინ ისიც დაიჯერონ, რომ ეს ყველაფერი სისულელეა. წარმოდგენა არ მქონდა ამ ჩანაწერის არსებობის შესახებ და არც ის საუბრები ყოფილა ჩემთან, რაზეც საუბრობენ“,- განუცხადა ჟურნალისტებს ახვლედიანმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

მალტაში Panama Papers-ის გამოძიებაში მონ ...

გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, მალტაში მცხოვრები ბლოგერი და ჟურნალისტი დაფნე კარუანა გალიზია მოკლეს. ბლოგ ...
17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

საპატრიარქო: „კურიერის“ სიუჟეტის ავტორებ ...

საქართველოს საპატრიარქო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებ ...
16 ოქტომბერი
16 ოქტომბერი

ელისაშვილის სპიკერი: გავრცელებულ კადრებს ...

„ექსკლუზიურ კადრებს“, რომელსაც სპეცსამსახურების სუნი ასდის, მხოლოდ პროვოკაციად ვაფასებთ" - ალეკო ელისაშ ...
^