Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ია ანთაძე: ჩვენმა მაყურებელმა აირჩია ის გადაცემები, რაც აირჩია

17 თებერვალი, 2017 14:55

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლის ია ანთაძის თქმით, "მაყურებელმა აირჩია ის გადაცემები, რაც აირჩია".

"თქვენ ნახეთ, რომელი გადაცემებია მწვანე და ყვითელ ზოლში. საქმე ის არის, ეს არის ის გადაცემები, რომლებიც, მოსწონს მაყურებელს და არხს ეხმარება იმაში, რომ გახდეს უფრო პოპულარული. მე პირადად შეიძლება სხვა გადაცემების მაყურებელი ვარ, მაგრამ ჩვენ, რომლებიც ვართ სხვა გადაცემების მაყურებლები, ვართ ბევრად ნაკლები, ვიდრე ისინი, ვინც უყურებენ იმ გადაცემებს, , რომლებიც არიან ზედა მწვანე და ყვითელ ზოლში. -  ამბობს ანთაძე „ლიბერალთან" საუბარში.

როგორც ანთაძე ამბობს,  აქ არის საგამოძიებო, პოლიტიკური გადაცემები,  გადაცემები, რომლებიც ეხება კულტურას, წიგნებს,  სოფლის მეურნეობას. "აქ არის პირადი ექიმი და ა.შ. მრავალფეროვნება არის აბსოლუტურად დაცული.  ჩვენთვისაც დიდი სურპრიზი იყო, როცა ეს სია ვნახეთ, იმიტომ, რომ მთავარი დასკვნა რაც გავაკეთეთ, 1. კანონის მიერ დაწესებული მოთხოვნა, რომ მრავალფეროვანი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ზუსტად ამის შესაბამისად დალაგდა ეს გადაცემები და 2. აღმოჩნდა, რომ ის სეგმენტი, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე ნაკლებად კონკურენტუნარიანია სხვა ტელევიზიებთან შედარებით, არის პოლიტიკური გადაცემები. როგორც ჩანს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ მიმართულებით".

ანათძის თქმით,  გადაცემების ხარისხზე არ საუბრობს - "ჩვენ ვამბობთ, რომ ხარისხთან დაკავშირებით არავისთან პრეტენზია არ გვაქვს. ჩვენ შევარჩიეთ იმ  კრიტერიუმით, რაც დღეს დათვლადია. დანარჩენი ახალი გადაცემების ხარისხი რომ გავზომოთ ჩვენ, ამისთვის იქნება საჭირო ძალიან დიდი დრო, დიდი ხარჯი და ამას გავაკეთებთ, მაგრამ ამას გავაკეთებთ შემდეგ, როცა იქნება ახალი გადაცემები. არსებული გადამცების ხარისხთან დაკავშირებით არავის არასდროს ეჭვი არ შეუტანია და არც ჩვენ შეგვაქვს. რადგან როცა რეიტინგი 1-ზე ნაკლებია, ხარისხის ზომვას არავინ არ ცდილობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ჩვენ არავითარ შემთხვევაში საკუთარი ნებით გამონაკლისების დაშვებას არ გეგმავს. "არ ვართ განწყობილნი, რომ რაიმე სუბიექტური კრიტერიუმი ავამოქმედოთ". - ამბობს ანთაძე.

შეგახსენებთ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტმა სამეურვეო საბჭოს მიერ შეთავაზებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გადაცემის შეფასების სისტემა წარმოადგინა:

„ეს სისტემა გვაძლევს საშუალებას, წარმოვადგინოთ ობიექტური (ციფრობრივ მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული) სურათი და დღეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველ არხზე არსებული გადაცემები დავყოთ სამ ჯგუფად:
1.    გადაცემები, რომლებიც იზიდავს მაყურებელს (მათი რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე მეტია).
2.    გადაცემები, რომლებიც მაუწყებელს უნარჩუნებს არსებულ სტატუს კვოს (მათი რეიტინგი ემთხვევა არხის საშუალო რეიტინგს).
3.    გადაცემები, რომლებიც იწვევს მაყურებლის მიგრაციას სხვა არხებზე (მათი  რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე ნაკლებია). 

ჩვენ მიერ წარმოდგენილი სურათის საფუძველზე და ჩვენი ამოცანებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენი ხედვა გულისხმობს პირველი და მეორე ჯგუფის გადაცემების დატოვებას ეთერში, ხოლო მესამე ჯგუფის გადაცემების დახურვას.“ 

შეფასების ამ სისტემაზე დაყრდნობით მენეჯმენტმა წარმოადგინა გადაცემების ჩამონათვალი. 

მესამე ჯგუფში შემავალი გადაცემები, რომლებიც დაიხურება, არის: "დოკუმენტური ფილმების სტუდია", "ეკონომეტრი", "ვაშინგტონი დღეს", "სპორტი 360 გრადუსი", "მთავარი", "რეალური სივრცე პარასკევი", "ვექტორი", "სპორტის დაფა", "წითელი ზონა", "რეალური სივრცე", "ტელემანი", "კაცების დრო", "С სტუდია", "უცნობი მუსიკა". 

რაც სეეხება სამეურვეო საბჭოს, საბჭოს წევრები  ამბობენ, რომ განსხვავებით მათ მიერ შემუშავებული სისტემისაგან, რომელიც შეფასების ოთხ კრიტერიუმს ითვალისწინებს, მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი გეგმა მხოლოდ ერთს - რეიტინგს ეყრდნობა, როგორც ეს მათ თავდაპირველ გეგმაში იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მარტი
24 მარტი

რექტორთა საბჭო მოუწოდებს საზოგადოებას უმ ...

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს გაავრცელა რექტორთა საბჭოს განცხადება, რომელიც საბჭომ 15 მარტს გამა ...
24 მარტი
24 მარტი

C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვას ე.წ. ნეიტ ...

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვას ე.წ. ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებიც შეძლებენ. აქამდე, C ჰეპატიტის ელიმინა ...
24 მარტი
24 მარტი

სასამართლომ მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდ ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნოვრაზ ალიევი დამნაშავედ სცნო მისი მეუღლის - კიუნაი ისაევას განზრახ მკვლელობაში და 11 წლით ...
^