Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსხილაძე: მენეჯმენტის ახალ გეგმასაც ვეწინააღმდეგები, რადგან ესეც მხოლოდ რეიტინგს ეყრდნობა

17 თებერვალი, 2017 15:13

„როგორც პირველ სამოქმედო გეგმას ვეწინააღმდეგებოდი, რადგან მხოლოდ რეიტინგს ეყრდნობოდა, ისე ვეწინააღმდეგები მენეჯმენტის ახალ გეგმასაც" - ასე აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთევან მსხილაძე აღმასრულებელი საბჭოს მიერ წარმოდგენილ გეგმას, რომელიც ადგენს, თუ რა კრიტერიუმით უნდა შეჩერდეს/დაიხუროს გადაცემები რეფორმის ფარგლებში. 

მისი თქმით, აღმასრულებელი საბჭოს მიერ შეთავაზებული ოთხი კრიტერიუმიდან, მენეჯმენტმა მხოლოდ ერთი - რეიტინგი გამოიყენა. 

„შევისწავლი ამ დოკუმენტს და სამშაბთს გავაგრძელებთ მასზე მსჯელობას. მინდა ვთქვა, რომ მე არ ვარ წინააღმდეგი გადაცემების გადახალისების, თუნდაც შემცირების, ან ახლის დამატების და რეფორმის განხორციელების. რეფორმა საჭიროა, მუდმივი პროცესია. შემოქმედებითი ცოცხალი პროცესია ორგანიზაციის, მაგრამ მხოლოდ ერთ კრიტერიუმზე დაყრდნობით გადაცემების გადარჩევა არ მაკმაყოფილებს. ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მსჯელეობას. შესაძლოა, ეს მნეჯმენტის პირველადი წინადადება იყოს და კიდევ მოხდეს ამის ჩასწორება, წინასწარ ვერ გეტყვით, თუნცა რისიც მეშინოდა, ის მოხდა - როგორც პირველ ჯერზე, მხოლოდ რეიტინგებზე დაყრდნობილი გეგმა წარმოადგინეს, ახლაც ასე" - თქვა მსხილაძემ. 

მენეჯმენტის ახალი ხედვის მიხედვით, „რეალური სივრცე“ და „წითელი ზონა“ დაიხურება

მისი თქმით, გადაცემების შესაფასებლად შესაძლებელია მოკლე კვლევების ჩატარება. შესაძლოა, ეს კვლევები არ იყოს სრულყოფილი, თუმცა გარკვეულ მონაცემებს შექმნის. 

„თუ არის გადაცემა, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, რომელიც ხარისხიანია, მაგრამ რეიტინგი აქვს დაბალი, ამ შეფასებების მიხედვით უნდა შეეცადო იმ კომპონენტის გაუმჯობესებას, რომელიც უკან ხევს ამ გადაცემას. თუ რეიტინგი დაბალი აქვს, რეიტინგის გაუმჯობესებაზე უნდა იმუშავო და არა დახურვაზე" - თქვა მსხილაძემ. 

მენეჯმენტის ხედვა გულისხმობს პირველი და მეორე ჯგუფის გადაცემების დატოვებას ეთერში, ხოლო მესამე ჯგუფის გადაცემების დახურვას.“ 

მესამე ჯგუფში შემავალი გადაცემები, რომლებიც დაიხურება, არის: „დოკუმენტური ფილმების სტუდია", „ეკონომეტრი", „ვაშინგტონი დღეს", „სპორტი 360 გრადუსი", „მთავარი", „რეალური სივრცე პარასკევი", „ვექტორი", „სპორტის დაფა", „წითელი ზონა", „რეალური სივრცე", „ტელემანი", „კაცების დრო", „С სტუდია", „უცნობი მუსიკა". 

ია ანთაძე: ჩვენმა მაყურებელმა აირჩია ის გადაცემები, რაც აირჩია

ვასილ მაღლაფერიძე: დღეს კონსენსუსის გზა წარმოვადგინეთ

გიორგი გვიმრაძე: გვაქვს გეგმა, რომ გარკვეული გადაცემები შენარჩუნდეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^