Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

”ბიბლუსმა” მის მიმართ გაჟღერებული მცდარი ფაქტების უარყოფის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

17 თებერვალი, 2017 16:25

კომპანია „ბიბლუსი“ საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში ჩივის და 9 თებერვალს გავრცელებული ვიდეომიმართვის ავტორებისგან გავრცელებული მცდარი ფაქტების უარყოფას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელბს.

როგორც  ”ბიბლუსის” იურისტმა, ანა სამსონიამ სააგენტოს განუცხადა, კომპანია ”ბიბლუსს” სურს, რომ დაიცვას თავისი დარღვეული უფლება და დაამტკიცოს, რომ აღნიშნული მიმართვა ცილისწამება იყო.

„2017 წლის 9 თებერვალს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა 2 ყოფილი და 4 მოქმედი თანამშრომლის ვიდეო და წერილობითი მიმართვა კომპანია ”ბიბლუსის” მიმართ. აღნიშნულ მიმართვაში გავრცელებული იყო სხვადასხვა ცნობები, რამაც კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვა გამოიწვია. სწორედ ამიტომ, კომპანია ”ბიბლუსი” მიმართავს სასამართლოს, რათა დაიცვას თავისი დარღვეული უფლება და დაამტკიცოს, რომ აღნიშნული მიმართვა შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტებს და იყო ცილისწამება. კომპანიის მოთხოვნაა, მოხდეს გავრცელებული მცდარი ფაქტების უარყოფა და სწორი ფაქტების გავრცელება ზუსტად იმავე საშუალებებში, სადაც მათი მიმართვა გამოქვეყნდა. თავდაპირველად ეს გავრცელდა “აუდიტორია 115“-ის ”ფეისბუქ” გვერდის საშუალებით. ამასთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ მომზადებული სარჩელი გადაეცა სასამართლოს”, - განაცხადა ანა სამსონიამ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^