Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ექიმი: მამა გიორგი მამალაძეს კომპლექსური კვლევები უტარდება, მოწვეულია სხვადასხვა სპეციალისტი

18 თებერვალი, 2017 12:57

ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორის ზაზა ლაზარაშვილის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს უტარდება აუცილებელი კვლევები და კონსულტაციები სხვადასხვა სპეციალისტის მიერ.  მისივე განმარტებით, მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა, გამოირიცხა. 

ზაზა ლაზარაშვილის განცხადებით, პაციენტი რჩება კლინიკაში და ყველა კვლევის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ მკურნალობის რა ფორმა სჭირდება. 

"გრძელდება მკურნალობა და კვლევები იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც მის მდგომარეობას შეესაბამება. ჯერჯერობით რჩება კლინკაში, ტარდება კვლევები, რომელთა უმრავლესობაც მოითხოვს დროს, ზოგიერთი კვლევა 24 საათს საჭიროებს. როდესაც ყველა მონაცემი გაანალიზდება მივიღებთ გადაწყვეტილებას, მკურნალობის თუ რა ფორმა სჭირდება შემდგომ. პაციენტი შემოვიდა სინკოპეს (გონების კარგვის) დიაგნოზით, თუმცა ამავე დროს ყურადღებას იპყრობდა ცხელება და ამიტომ ხდება კომპლექსური კვლევები. მოწვეულია სხვადასხვა სპეციალისტი, მათ შორის ინფექციონისტი, ნევროლოგი და სხვა", - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა ლაზარაშვილმა.

„ციანიდის საქმეში“ ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოში გონების კარგვის დიაგნოზით გუშინ შეიყვანეს. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. მოგიანებით ამ ფაქტს გამოეხმაურა ილია მეორე, პატრიარქის თქმით, "გიორგი მამალაძისგან კარგის მეტი არაფერი უნახავს."

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^