Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლილი გელაშვილის თქმით, „ციანიდის საქმეზე“ ინფორმაცია მისთვის ცნობილი 24 იანვარს გახდა

18 თებერვალი, 2017 17:38

„ციანიდის საქმეში“ ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე, კიდევ ერთმა მოწმემ, ადვოკატმა ლილი გელაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ერთერში განაცხადა, რომ ციანიდის საქმის თაობაზე ინფორმაცია ჟურნალისტ  ირაკლი მამალაძისგან 24 იანვარს შეიტყო. მისივე თქმით, საქმის კიდევ ერთ მოწმესთან, ადვოკატ ირმა ჭკადუასთან ერთად ირაკლი მამალაძეს პირველად 24 იანვარს შეხვდა.

„ შეხვედრისას ვილაპარაკეთ გარკვეულ თემებზე , მან მოგვაწოდა გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ ეს არ იყო დაზუსტებული ინფორმაცია , ის გამოთქვამდა შიშს და ვარაუდს, რომ „ცუდი რაღაც“  ხდებოდა. ჩვენ, იურისტები ვართ და დავსვით კითხვები, რომ რა იგულისხმებოდა „რაღაც ცუდში“,   გარკვეული პერიოდი ის თავს იკავებდა, მაგრამ შემდეგ გვითხრა. 24 იანვრიდან თითქმის არ გვძინებია ისეთი შოკისმომგვრელი იყო ის ინფორმაცია რაც მან მოგვაწოდა, მაგრამ ჩვენ აპრიორად არ ჩაგვითვლია რომ ეს იყო უტყუარი ინფორმაცია. ამის შემდეგ, რამდენიმე მტკიცებულება წარმოგვიდგინა, რომელთა შინაარსზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენი პირველი რჩევა გამომდინარე იქედან რაც გვაჩვენა მან, რაც მიგვაჩნდა რომ იყო საგანგაშო და დანაშაულის ნიშნების შემცველი მონაცემები, ჩვენ მას ვუთხარით რომ აუცილებლად უნდა მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის“,- განაცხადა ლილი გელაშვილმა. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. მოგიანებით ამ ფაქტს გამოეხმაურა ილია მეორე, პატრიარქის თქმით, "გიორგი მამალაძისგან კარგის მეტი არაფერი უნახავს."

მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურატურის კიდევ ერთი მოწმე, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის და ადვოკატ ირმა ჭკადუას გარდა, ადვოკატი ლილი გელაშვილია. მან ტელეფკომპანია “იბერიის” გადაცემა “პრიორიტეტში” განაცხადა, რომ ციანიდის საქმის თაობაზე 24 იანვარს შეიტყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^