Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ვასაძე: უწმინდესობის ჩამობრძანების შემდეგ გამოვაქვეყნებთ მტკიცებულებებს

18 თებერვალი, 2017 22:17

საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილემ მამუკა ვასაძემ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ  რომ ისინი მტკიცებულებებს მას შემდეგ გამოაქვეყნებენ, რაც საქართველოს პატრიარქი დაბრუნდება. 

„პატრიარქი ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში ორშაბათისთვის ჩამობრძანდება და უკვე მისი უწმინდესობის ჩამობრძანების შემდეგ, ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ ამ საქმეზე. ჩვენ მაქსიმალურად გამოვაქვეყნებთ ჩვენს ხელთ არსებულ მტკიცებულებებს“, - განაცხადა მამუკა ვასაძემ. 

ილია მეორე გერმანიიდან თბილისში ორშაბათს ჩამოვა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.მოგიანებით ამ ფაქტს გამოეხმაურა ილია მეორე, პატრიარქის თქმით, "გიორგი მამალაძისგან კარგის მეტი არაფერი უნახავს."

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^