Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა: ინფორმაცია, რომ ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა, სიცრუეა

19 თებერვალი, 2017 0:42

„მედიასაშუალებებში ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს, - ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

„მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება ხდება მიზანმიმართულად და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს", - აცხადებს პროკურატურა. 

შოთაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენმა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. სააგენტო წერს, რომ „როგორც ირკვევა შოთაძის გადადგომის მიზეზი, ე.წ. ციანიდის საქმეა".

„ჯი-ეიჩ-ენის“ წყაროს ინფორმაციით ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან დღეს გადადგა. ამ ინფორმაციას უწყების პრესსამსახურში არ ადასტურებენ, თუმცა „ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება ორშაბათს გაკეთდება", - წერს „ჯი-ეიჩ-ენი".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^