Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გვარამია: არასოდეს იდგებით ასეთი არჩევანის წინაშე - შავი ან ოქროს ასოებით შეხვიდეთ ისტორიაში

19 თებერვალი, 2017 16:09

„ჩვენ ვითხოვთ ძალიან მარტივ რამეს, რაც სამართლიანია, ჩვენ ვითხოვთ თავისუფლებას. 2 წელია არ გვაქვს ეს თავუსუფლება. მაგრამ ჩვენ მაინც ვმუშაობთ, რადგან ვიცით, რომ თქვენ გვისმენთ, თქვენ გვიყურებთ",- ამ სიტყვებით ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ არხის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე მისულ ხალხს მიმართა. 

მან მოსამართლეებს მოუწოდა, არ მიიღონ არასამართლიანი გადაწყვეტილება და არ შევიდნენ ისტორიაში შავი ასოებით. 

„არასოდეს არ იქნებით ასეთი მარტივი არჩევანის წინაშე, როგორც ახლა ხართ -  ჩაწეროთ თქვენი  სახელები ოქროს ასოებით საქართველოს ისტორაში, ან ჩაწეროთ ისინი შავი ასოებით“.

ნიკა გვარამიას თქმით, ტელეკომპანიის ჟურნალისტები უკან დახევას არ აპირებენ. მისი თქმით, „რუსთავი 2“ არა რომელიმე პარტიას, არამედ იმ ადამიანებს ემსახურება, ვინც დასავლეთისკენ მიდის და ქვეყანაც იქით მიჰყავს.

„ჩვენ არ ვიყიდებით და არ ვიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან. ჩვენ არ ვემსახურებით არცერთ პარტიას, ჩვენ ვემსახურებით ყველას, ვინც მიდის დასავლეთისკენ. მუდმივად ვიქნებით ასეთი ხალხის, ასეთი პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გვერდით".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^