Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეუფე პეტრე პრემიერზე: თუ დეზინფორმირებულია, იმოქმედოს ან დაგვიმტკიცოს, რომ ის მართავს პროცესებს

19 თებერვალი, 2017 21:36

მეუფე პეტრე პატრიარქის ვიდეოს არასრულ ვერსიაზე საუბრობს და მის დამონტაჟებას პატრიარქის გარემოცვას აბრალებს.

„დარწმუნებული ვარ, კვალი აუცილებლად მიგვიყვანს ისევ ეკლესიაში არსებული რუხი კარდინალის გათავხედებულ მდგომარეობამდე. დარწმუნებული ვარ, ვერცერთი სხვა ადამიანი ამ პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა, დარწმუნებული ვარ, პატრიარქი ბევრად უფრო კეთილად მოიხსენიებდა მამა გიორგი მამალაძეს თავის საუბარში და მან მისცა თავს უფლება,დაეჭრათ მის ოქროს თევზების მეშვეობით ეს ვიდეო. ჩატარდეს გამოძიება და ძალიან მარტივად დადგინდება ეს“,- ამის შესახებ მეუფე პეტრემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

"რაც შეეხება პრემიერის გამოსვლას, ძალიან ვწუხვარ! მე ვიცნობდი მას როგორც პატიოსან, მორწმუნე, ეკლესიურად მოაზროვნე ადამიანს, მაგრამ, რაც აშკარაა ქვეყანაში, ერშიც და ბერშიც, საეკლესიო და სახელისუფლებო მმართელობაში ჩვენ გვაქვს პრინციპულობის პრობლემა.

უპრინციპო ადამიანები არიან წარმოჩენილი, ამის გამო ვართ ამ მძიმე მდგომარეობაში. დღეს ისე როგორც არასდროს, ვფიქრობ ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიყოს პარტიულ მიმდინარეობებად. დღეს ქვეყანა უნდა დადგეს ფეხზე და უნდა დაიყოს პრინციპულებად და უპრინციპო ადამიანებად. მართლებად და ფარისევლებად. მატყუარებად და სამართლიანებად

მიმაჩნია რომ ორი ვარიანტია, ან ის არის დეზინფორმირებული როგორც არაერთგზის პატრიარქი გვინახავს ამ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ეს გარემოცვის და მისი პრობლემაა. მაშინ მან უნდა გადადგას ნაბიჯები და დაგვიმტკიცოს რომ ის მართავს პროცესებს ან თუ მას აქვს სწორი ინფორმაცია, თუ რა უნდანაშაულო მღვდლის გაწირვის მცდელობასთან აქვს საქართველოს ბოროტ ძალებს ადგილი და ამას აკეთებს ეს დიდი დანაშაულია. 

ეს ჩემი დიდი ეჭვია, ამ პროვოკაციას წამოეგო ხელისუფლება, რომელიც მიმართული იყო მიტროპოლიტ დიმიტრის წინააღმდეგ და ეს გამოჩნდება", - განაცხადა მეუფე პეტრემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^