Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ფრესკოს“ დამფუძნებელი: ვერანაირი ბოიკოტი ვერაფერს დაგვაკლებს

20 თებერვალი, 2017 13:31

„ფრესკოს“ დამფუძნებელმა, ვასილ სოფრომაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც კომპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრას „ფრესკოდან“ გათავისუფლებული თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. 

„მეუბნებიან, რომ ახალგაზრდობას პატივს არ ვცემ და გაუსაძლის პორობებში ვამყოფებ. 20 წელია უკვე, ფოთში, სადაც მე დავიბადე, დედაჩემის ფონდი არსებობს, რომელიც  ამ პერიოდის განმავლობაში ასზე მეტს ახალგაზრდას დაუდგა გვერდით.  მე არ მჭირდება თავის მართლება. იმ ხალხის დასაცავად ვარ აქ, რომელიც მუშაობს „ფრესკოში“ და რომელიც იმ აგორებული საქმის გამო ზეწოლას განიცდია ზოგიერთი მომხმარებლისგან, რომლებიც ეკითხებიან მათ, როგორ მუშაობენ ასეთ პირობებში. 

თუ მონათმფლობელობა ნიშნავს იმას, რომ წელიწადში კომპანია ასობით ათას ლარს ხარჯავს თანამშრომლების უფასო კვებაზე. თუ მონათმფლობელობა ნიშნავს, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამუშაო საათებს ამთავრებენ იმ დროს, როცა მეტრო დაკეტილია, სატრანსპორტო ხარჯს ვუნაზღაურებთ, მზად ვარ, მოვისმინო.

რამდენიმე ახალგაზრდა თანამშრომელი, რომლებიც საზარბაზნე ხორცად არიან გამოყენებული და რომლებმაც  ეს ამბავი ააგორეს, გარედან არის მართული. გარედან მართული პროცესია. პირადად მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, რომელ კაბინეტებში, რომელ რეზიდენციებში დაიგეგმა ეს ყველაფერი. 

რას ითხოვთ? ბოიკოტი „ფრესკოს“, არ შევიდეთ, დავანგრიოთ „ფრესკო“… რა გინდათ, რომ კიდევ ათასი კაცი უმუშევარი დატოვოთ? ვერავითარი ბოიკოტი „ფრესკოს“ ვერაფერს ვერ დააკლებს.

რაც შეეხება ხელფასებს, არც ერთ კომპანიაში არ არის უფრო მაღალი ხელფასი, როგორც „ფრესკოში“. ჩემთვის სასიხარულოა, რომ „ფრესკო“ ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და არანაირი მუშაობის მსურველთა ნაკადი არ შემცირებულა. მადლობელი ვარ იმ ხალხის, ვინც ეს ააგორა, უფრო ყურადღებით კითხულობენ ყველაფერს, მაგრამ არც ერთი კონტრაქტი უკან არ დაუბრუნებიათ,“ - ამბობს ვასილ სოფრომაძე. 

რამდენიმე დღის წინ „ფრესკოს“ თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელეს, რომელშიც მძიმე შრომით პირობებზე საუბრობენ.

„სამუშაო საათები განისაზღვრება 12 საათით" - „ფრესკოს“ თანამშრომლები შრომის პირობებზე

ფრესკო: ჩვენთან ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^