Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

6 მილიონერი მინისტრი -"მედიატორი" სიას აქვეყნებს

20 თებერვალი, 2017 14:58

დღეს მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორმა“ და პარტია „ახალმა საქართველომ“ ერთობლივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს.

კვლევის შედეგების მიხედვით, მილიონობით ლარის დეკლარირებულ ქონებას ფლობს 6 მინისტრი - კახი კალაძე 36.604.500 ლარის ქონებას ფლობს, ტარიელ ხეჩიკაშვილი - 11.253.00, ქეთევან ციხელაშვილი 9.748.000, გიორგი გახარია - 5.019.000, ზურაბ ალავიძე - 2.442.000, ხოლო დიმიტრი ქუმსიშვილი კი - 1.965.000 ლარის ქონებას. 

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, მინისტრები, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები მილიონობით ლარის დეკლარირებულ ქონებას ფლობენ. მათ დეკლარაციების შესწავლის შედეგად დაამუშავეს ინფორმაცია.

ლევან ხაბეიშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის 115 დეპუტატიდან 37 მილიონერია.

„ეს არის საბაზრო ღირებულებება იმ  ქონების, რომელსაც დეპუტატები ფლობენ, ცდომილება მაქსიმუმ შეიძლება 10%. უმრავლესობამ თანხა თავად მიუთითა, მაგრამ ვისაც არ აქვს მითითებული, ის საბაზრო ღირებულებით გამოვითვალეთ. ვიღაცებს გონივრულ ფასზე ნაკლები ეწერა ფასი. მაგალითად, ფალიაშვილზე 100$ ხომ ვერ იყიდი ბინას, ვიღაცებს ასეც ეწერათ“ - განუცხადა „ლიბერალს" ლევან ხაბეიშვილმა.

37 მილიონერი დეპუტატი უმრავლესობიდან - „მედიატორი“ სიას აქვეყნებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^