Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართული ფილმი „სხვისი სახლი“ პრესის საერთაშორისო აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა

20 თებერვალი, 2017 15:38

ლოს ანჯელესში პრესის საერთაშორისო აკადემიის რჩეულები გამოავლინეს. საუკეთესო დებიუტისთვის კი „სატელიტი“ ქართველ რეჟისორს, რუსუდან გლურჯიძეს გადასცეს ფილმისთვის - „სხვისი სახლი". - ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

ნომინაციაში დაჯილდოვდნენ ისეთი ცნობილი და აღიარებული ფილმები, როგორებიცაა: La La Land, Moonlight, The Salesman, Manchester by the Sea, Jackie, Hacksaw Ridge, Elle და ა.შ.

„სხვისი სახლი“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელმაც უკვე მოიპოვა არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის, მთავარი პრიზები - კარლოვი ვარის, ბერგენის, ევრაზიისა და თბილისის საერთაშორისო ფესტივალებზე.

პრესის საერთაშორისო აკადემია გლობალური ასოციაციაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე პროფესიონალი ჟურნალისტებისგან არის დაკომპლექტებული.

„სატელიტის“ ჯილდო 1996 წლიდან გაიცემა და იგი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ მიიჩნევა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^