Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მონოპოლიზაციის კორუფციული გეგმა", - „გირჩი" ნარკომანიის პრევენციის ცენტრზე

20 თებერვალი, 2017 15:49

„გირჩმა" დღეს ნარკომანიის პრევენციის ცენტრთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, ცდილობს, გახდეს მონოპოლისტი ნარკომომხმარებლების მკურნალობის სფეროში, „მიუხედავად მისი მუშაობის არაეფექტიანობისა, წინასწარ დაგეგმილი სქემის მეშვეობით, ცდილობს, გააძევოს კერძო სექტორის წარმომადგენლები, კერძოდ, სამედიცინო ცენტრი ურანტი". 

„სახელმწიფო ნარკოტიკების მომხმარებლების მკურნალობისთვის ხარჯავს 7 მილიონ ლარს; ჯანდაცვის სამინისტრო ამზადებს, მთავრობა ამტკიცებს და სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალებს მომხმარებლების სამედიცინო დახმარების პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვას. პროგრამის ყველაზე მსხვილი კომპონენტია (7 მილიონიდან 4.5 მილიონი) ოპიოიდურ ნარკოტიკებზე დამოკიდებული პაციენტების ჩანაცვლებითი თერაპია. ჩანაცვლებით პროგრამაში ჩართულმა პაციენტებმა თანაგადახდის ფორმით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შეიძლება გადაუხადონ თვეში არაუმეტეს 110 ლარისა. სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს ტენდერს მთლიანი მომსახურების შესყიდვაზე (ე.წ. გლობალური ბიუჯეტის პრინციპით). შესყიდვის პირობები შედგენილია ისე, რომ მხოლოდ ერთ დაწესებულებას - სახელმწიფო შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ შეუძლია დააკმაყოფილოს შესყიდვის პირობები და გაიმარჯვოს ტენდერში, თუმცა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ თავად ვერ ახერხებს სრულად პაციენტების მომსახურებას და სჭირდება ქვეკონტრაქტორი, რომელიც გამოყოფილი თანხის ფარგლებში მოემსახურება პაციენტებს. ქვეკონტრაქტორი ბოლო წლების განმავლობაში არის ა(ა)იპ„ურანტი“. სახელმწიფო შპს „ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ იღებს სატენდერო თანხის 83%-ს და ემსახურება მთელი პაციენტების 60%-ს, ხოლო კერძო ქვეკონტრაქტორი ა(ა)იპ იღებს ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი თანხის 17%-ს და ემსახურება პაციენტების 40%-ს, ანუ ტენდერში გამარჯვებული სახელმწიფო შპს ერთ პაციენტზე 3.3-ჯერ მეტ საბიუჯეტო რესურსს ხარჯავს ვიდრე მისი ქვეკონტრაქტორი ა(ა)იპ", - აცხადებს „გირჩი".

„გირჩის“ ინფორმაციით, პროგრამაში ამჟამად ჩართულია სულ 3 125 პაციენტი, აქედან, სახელმწიფო შპს მომსახურებას უწევს 1 875 პაციენტს, ა(ა)იპ - 1 250-ს.

„გირჩი" ამბობს, რომ „თუ ამ პროგრამას კერძო კლინიკა შეასრულებდა, სრულად პროგრამაში შესაძლებელი იქნებოდა დამატებით 4 200 პაციენტის ჩართვა.

„მიუხედავად ასეთი არაეფექტიანობისა, სახელმწიფო შპს პროგრამის შემსყიდველ სააგენტოსთან ერთად მუდმივად ცდილობს, პრობლემები შეუქმნას ქვეკონტრაქტორს: უჩივის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში, ცდილობს შუზღუდოს მისი პაციენტების რაოდენობა, საბოლოო მიზანია - სახელმწიფო შპს გახდეს ერთადერთი მომსახურების მიმწოდებელი ანუ მონოპოლისტი. იდენტური ვითარებაა ფსიქიატრიის მიმართულებითაც. რატომ ხდება ასე? სახელმწიფო შპს-ში დასაქმებული არიან ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილი ყოფილი მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები; სახელმწიფო შპს-ს ფინანსებს განკარგავს ადამიანი, რომელსაც 12 წელი ჰქონდა მისჯილი ქრთამის აღებისთვის; ეს სამსახური, იქ დასაქმებული ადამიანებით, ერთადერთია, ვინც საქართველოში ეთანხმება და ამართლებს სახელმწიფოს დრაკონულ ნარკოპოლიტიკას! დასაქმებული ახლობლები და პოლიციელები", - ამბობს „გირჩი".

„გირჩის" თქმით, რომ ლაშა კილაძე, სპარტაკ ბუკია (ზაზა სოფრომაძის,მინისტრის პირველი მოადგილის ყოფილი მოადგილე), ნინო ოკრიბელაშვილი (ზაზა სოფრომაძის კურსელი, მისი ყოფილი მოადგილე) უთანხმებენ ნარკოლოგიასა და ფსიქიატრიაში პროგრამების დეტალებს ზაზა სოფრომაძეს (როგორც სოცმომსახურების სააგენტოს უფროსს). ზაზა სოფრომაძე, (როგორც მინისტრის მოადგილე), ავალებს მარინა დარახველიძეს (ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა კილაძის ყოფილი თანამშრომელი რეგულირების სააგენტოში) შესაბამისი პროგრამების მომზადებას. მარინა დარახველიძე არგებს პროგრამების პირობებს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მოთხოვნებს. მორგებული პროგრამები უბრუნდება ისევ ზაზა სოფრომაძეს (ამჯერად, როგორც სოცმომსახურების სააგენტოს უფროსს) ზაზა სოფრომაძე (როგორც სოცმომსახურების სააგენტოს უფროსი) აცხადებს ტენდერს შეთანხმებული პირობებით".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^