Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კილაძე „გირჩის" განცხადებაზე: ჩანს კამპანიური ელემენტი, ცენტრის დისკრედიტაციის

20 თებერვალი, 2017 20:43

„მთელი ეს სქემა თიხის ფეხებზე მდგარ კოლოსის შთაბეჭდილებას ტოვებს და საფუძველშივე არასწორია“, - ასე გამოეხმაურა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე „გირჩის“ დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ცენტრი ცდილობს, გახდეს მონოპოლისტი ნარკომომხმარებლების მკურნალობის სფეროში.

 „ეს პროცესები მკაფიოდ იკითხება. ამაში ჩანს კამპანიური ელემენტი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრის დისკრეტირებისა, მისი თანამშრომლების დისკრეტირებისა. მინდა, ხაზგასმით გითხრათ, რომ ის სახელები და გვარები, რომლებიც მოყვანილნი იქნენ განცხადებაში, და ის ვითომდა მათ მიერ ჩადენილი გადაცდომები, რის გამოც იყვნენ გამოძევებულნი სხვადასხვა სამსახურიდან, არის წმინდა წყლის ფალსიფიკაცია, უახლოეს დღეებში მოვითხოვთ ამის დოკუმენტურ დადასტურებას გამცხადებლის მიერ, ან მივმართავთ სასამართლოს შესაბამისი წინადადებით. ამდენად, მინდა, გითხრათ, რომ ეს კამპანია მკვეთრად გამოხატულ ლობისტურ ხასიათს ატარებს“, - განაცხადა კილაძემ.

კილაძის თქმით, უახლოესი ორი წლის განმავლობაში მათმა ცენტრმა პროგრამის ფარგლებში გახსნა 5 ახალი განყოფილება, მაშინ, როცა ქვეკონტრაქტორს (ურანტს) არც ერთი ახალი განყოფილება არ გაუხსნია. მისი ინფორმაციით,5-დან ორი განყოფილება სხვადასხვა ქალაქშია, სულ ცენტრი აერთიანებს 9 განყოფილებას სხვადასხვა ქალაქში, თბილისის გარდა.

რაც შეეხება ცენტრის მხრიდან „აკრძალვებს“ რეგიონებში განყოფილებების გახსნის შესახებ, კილაძე ამბობს, რომ ამგვარი აკრძალვა მათი მხრიდან ქვეკონტრაქტორის მიმართ არ არსებობს.

„შემიძლია, გაჩვენოთ ხელშეკრულება,  სადაც წერია, რომ შეუძლია განყოფილების გახსნა, მაგრამ ჩვენთან შეთანხმების შემდეგ, რათა არ მოხდეს სერვისების გადაფარვა და გათვალისწინებულ იქნას ერთიანი გეგმა. მაგ: ერთ რაიონში როცა ჩვენ ვხსნით განყოფილებას, იქ აღარაა მიზანშეწონილი მეორე განყოფილების გახსნა.  თუ განყოფილების გახსნაზეა საქმე, არის რამდენიმე აუთვისებელი რეგიონი, მაგ: სამხრეთ საქართველო“, - ამბობს კილაძე.

რაც შეეხება ზესტაფონში განყოფილების გახსნას, მისი თქმით, „ურანტს“ აქ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან შეხვდა წინააღმდეგობა.

„ეს იყო გასული ზაფხულის პერიოდში, როცა მოსახლეობა გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოცემულ კონკრეტულ ადგილას განყოფილების გახსნაზე. სხვა ადგილას, ზესტაფონის ფარგლებში, მას პრობლემა არ ჰქონია. ამ მონაცემების ფონზე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, სხვა რაიონებში განყოფილების გახსნის შესახებ ამ ორგანიზაციას წინანადადებით არ მოუმართავს. და თუ მოგვმართავდა, რეალობის გათვალისწინებით, ჩვენ რა უფლება გვქონდა წინააღმდეგობის გაწევისა", - ამბობს კილაძე.

მისი თქმით, როდესაც „გირჩი“ ხარჯების განკარგვის არაეფექტიანობაზე საუბრობდა,  „კარგს იზამდა დაგვკავშირებოდა, მოეთხოვა ინფორმაცია და შემდეგ გაეკეთებინა ამგვარი განცხადებები. ეს განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს, რაც ძალიან მარტივი გადასამოწმებელია, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, რომ გადაამოწმოს, ეს არის რიცხვები, რომელიც ქაღალდზე რჩება და ასახულია რეალობაში.“, - განაცხადა კილაძემ.

მარინა დარახველიძესთან დაკავშირებულ ბრალდებებს კილაძე არასერიოზულს უწოდებს.

„ქალბატონი მარინა დარახველიძე ერთ-ერთ ეტაპზე იყო ჩემი თანამშრომელი და აბსოლუტურად ნორმალური და საქმიანი ურთიერთობა მაქვს ამ ეტაპზე. იმის საჩვენებლად და სადემონსტრაციოდ თუ როგორ ტარდება ქალბატონი დარახველიძის მიერ ჩვენი ცენტრის ინტერესები, შეგვიძლია, ვნახოთ კონკრეტული პროგრამა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, სტაციონარული მომსახურების, სადაც სწორად შედგენილი დოკუმენტის საფუძველზე ჩვენი დაფინანსება თვეში 30 000-ით შემცირდა. ეს იმდენად არასერიოზული  არგუმენტია, თითქოს პოლიტიკის დეპარტამენტი ჩემი თანამშრომლობის გამო რაღაც  პირობებს გვიქმნიდა, ამაზე პასუხის გაცემა მეუხერხულება. ეს არგუმენტი აბსოლუტურად არარელევანტურია", - ამბობს კილაძე.

„მონოპოლიზაციის კორუფციული გეგმა", - „გირჩი" ნარკომანიის პრევენციის ცენტრზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^