Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-თან ურთიერთობაში, ძალიან პოზიტიურია

21 თებერვალი, 2017 11:03

დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-თან ურთიერთობაში, ძალიან პოზიტიურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შეფასებისას, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაღრმავდება და სრულიად სხვა საფეხურზე გადავა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან მის შეხვედრას წინ უძღოდა ძალიან წარმატებული ვიზიტები, საგარეო და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრები, ასევე - საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით.

„შეხვედრა გვქონდა ესტონეთის პრეზიდენტთან. ჩვენ ძალიან საინტერესო ერთობლივ პროექტებს ვახორციელებთ ელექტრონული მმართველობის მიმართულებით, ასევე, ჩვენი საგადასახადო რეფორმა ესტონეთის მაგალითს ეფუძნება. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ავღანეთის პრეზიდენტთან და უნდა ვთქვა, რომ სრულიად სხვა სახის შესაძლებლობები იხსნება ავღანეთთან ურთიერთობაში, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით. ასევე, გვქონდა საუბარი ქართული კომპანიებისთვის ავღანეთის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე, რაზეც პრეზიდენტის მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა, რომ ისინი დიდი სიამოვნებით განიხილავენ ასეთ წინადადებებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან, რომელმაც ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს დახმარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნული წვლილი შეიტანა. შეხვედრისას, საუბარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მომავალ სამოქმედო გეგმასაც შეეხო.

„სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებს აღარ ჩამოვთვლი. ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც შეგვიძლია, მიუნხენის უსაფრთხოების ორდღიანი კონფერენციიდან გამოვიტანოთ, გახლავთ ის, რომ ყველაზე ნათლად გამოჩნდა, რამხელა რაციონალი და ლოგიკა დგას ძლიერი ევროკავშირის უკან, ანუ უსაფრთხოების, პოლიტიკური, ეკონომიკური მიმართულებებით, დღევანდელი გამოწვევების პირობებში, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი ევროკავშირის არსებობა. არაერთი დისკუსიისას, ძალიან ბევრმა ლიდერმა გაუსვა ამას ხაზი და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის სინერგია, რომელიც არსებობს ევროკავშირის ქვეყნებს შორის - ერთიანი ბაზრის ძალა და უსაფრთხოების კუთხით ძლიერი ევროკავშირის მნიშვნელობა. ჩვენ გვქონდა საშუალება, საპანელო დისკუსიების დროს, გვესაუბრა საქართველოს სტრატეგიაზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია; იმ პოზიტიურ ტენდენციებზე, რომელიც ქვეყანაში უდავოდ არის და ასევე, ოკუპაციის პრობლემებზე და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^