Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობას ბუნებრივი აირის ორასლარიანი ვაუჩერები დაურიგდება

21 თებერვალი, 2017 11:45

დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ  ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა ორასლარინი ბუნებრივი აირის ვაუჩერით უზრუნველყონ. ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხთა მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა.

„თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს უწყებათაშორისი დროებითი კომისიის წინა წლის ნოემბრის დადგენილებიდან. ჩვენ წლების განმავლობაში გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ, ფაქტობრივად ყველა ოჯახს ვეხმარებით გამოსაზამთრებელი ღონისძიებებით, მათ შორის, ორასლარიანი ვაუჩერით. ამჯერად აღრიცხული ოჯახების რაოდენობა შეადგენს 11 894-ს. წინა წლის ბოლოს ფაქტობრივად ყველა სოფლის გაზიფიცირება დასრულდა. არის  გამონაკლისი 728 ოჯახი, რომლებსაც ბუნებრივი აირის საფასურის ნაცვლად  ხელზე ორასლარიანი ვაუჩერი მიეცემათ. პროექტის ღირებულება 2 378 800 ლარს შეადგენს - თქვა მინისტრმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^