Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სერგეენკო: სამედიცინო დაწესებულებების კონტრაქტირების კრიტერიუმები 1 მარტიდან დაინერგება

21 თებერვალი, 2017 12:13

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ის სამედიცინო დაწესებულებები ჩერთვებიან, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ და ემ ეტაპზე ეს მხოლოდ დიდ ქალაქებში არსებულ დაწესებულებებს შეეხება.

მისი თქმით, ეს არის პირველი ნაბიჯი იმ რეფორმებისა, რომელთა შესახებაც სამინისტრომ განაცხადა და რომელიც უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სამედიცინო დაწესებულებების სელექციურ კონტრაქტირებას გულისხმობს. 

„პირველ ეტაპზე ეს შეეხო ალბათ ყველაზე უფრო მნიშიშვნელოვან მიმართულებას - დედათა და აბვშვთა ჯანმრთელობას. შემოვიდა კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, სამედიცინო დაწესებულებებს საშუალება ექნებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთონ. ეს კრიტერიუმები მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, დაწყებული ინფექციების კონტროლის ხარისხით, ახალშობილთა და ორსულთა მოვლით, ასევე გარკვეულ ინფრასტრუქტურულ და აღჭრვულობით კრიტერიუმებს" - თქვა სერგეენკომ. 

მისი თქმით, ამ ინიციატივას წინ უძღვოდა 2-წლიანი მუშაობა, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით შეფასდა სამედიცინო დაწესებულებები დედათა და ბავშვთა მოვლის მიმართულებით და განისაზღვრა აუცილებელი ცვლილებები, რომლებიც უახლოეს პერიოდში შევა ძალაში.

„ვფიქრობთ, რომ 1 მარტიდან უკვე ეს ახალი კრიტერიუმები დაინერგება. მისი მიზანია, უზრუნველყოს უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და უფრო ხარჯეფექტური მოვლა" - თქვა მინისტრმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^