Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კილაძე „გირჩის" განცხადებაზე: მივმართეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს

21 თებერვალი, 2017 14:46

ნარკომანიის ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა კილაძის თქმით, „გირჩის“ განცხადებაზე მათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართეს, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ კანონი ერთმნიშვნელოვნად დაირღვა.

„დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამის შესახებ თავადაც იციან [„გირჩმა"], რადგან ვიდეორგოლის პირველადი ვერსია, რომელიც ფეისბუქზე დადეს, შემდეგ უკვე დამონტაჟებული სახით გაუშვეს, სადაც პიროვნების სახელი, გვარები და თანამდებობების იდენტიფიცირება ახალ ვარიანტში არ ხდება“,  - ამბობს კილაძე.

მისი თქმით, „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მათი თანამშრომლები წინა სამსახურიდან არაჯეროვანი მუშაობის გამო „გააგდეს“, კანონის შესაბამისად მოითხოვენ მათი განცხადების დოკუმენტურად დადასტურებას, ან ბოდიშის მოხდას. 

„ესენი არიან ადამიანები, მათ უკან მათი პროფესიონალიზმი დგას, მათი ოჯახები და პარტიას, რომელიც აპელირებს ევროპული ღირებულებებით და ამბობს, რომ ამოსავალი წერტილი არის პიროვნების უფლებები და თავისუფლებები, უნდა ესმოდეს, რომ თავისი განცხადებებით არ შელახოს სხვა ადამიანის პიროვნული ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, და მათ შორის, ცენტრისა და, კერძოდ, აღებული ადამიანების. წერილი უკვე მივწერეთ ქალბატონ თამარს, ველოდებით რეაგირებას და ამის შესაბამისად მერე უკვე გადავწყვეტთ, მივმართოთ სასამართლოს თუ რა ფორმით დავიცვათ ჩვენი ინტერესები“, - ამბობს კილაძე.

კილაძე არ გამორიცხავს, მიზანმიმართულ კამპანიას ცენტრის წინააღმდეგ. მისივე თქმით, გამოსარიცხი არც ისა, რომ აღნიშნული უკავშირდებოდეს გარკვეული ჯგუფების ინეტერესებს, რომელთაც არაერთხელ მიმართეს შესაბამის უწყებას ცენტრის პრივატიზების მოთხოვნით.

„მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ რომ ადგილი გვქონდეს კონკრეტულ ლობისტურ მიმართულებას, ასევე არ გამოვრციხავ იმას, რომ გარკვეული ძალები არიან დაინტერესებულნი ცენტრის პრივატიზებით და მისი ხელში ჩაგდებით, ბევრად უფრო იაფად ვიდრე ღირს. მე არ გამოვრციხავ იმას, რომ ვიღაცას კონკრეტულად არა ჩვენი ცენტრის, არამედ მეტადონის მიწოდების სერვისის ხელში ჩაგდება უნდა და ნარკოტიკების მართვის სადავეების ხელში აღება. თუმცა სახელმწიფოს პოზიცია არის ძალიან მყარი ამ მიმართულებით, ჩემთვის ცნობილი პოზიციით. ნარკოტიკების ბრუნვას სჭირდება მკაცრი კონტროლი, სტრატეგიული დაგეგმვმა, ამდენად ამ კამპანიის მასშტაბურობის გაზრდას და ახალ-ახალ შემოტევებს ველოდებით იმიტომ, რომ ხედავთ, ამას პერმანენტული ხასიათი მიეცა“, - განაცხადა კილაძემ.

მისი თქმით, ამ ორგანიზაციების ბეგრაუნდი, მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მე როგორც ექიმი, მენეჯერი და ამ ქვეყნის მოქალაქე მიმაჩნია, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების ჯანმრთელობა არ უნდა იყოს რომელიმე კერძოდ აღებული ორგანიზაციის ბიზნესის წყარო", - ამბობს კილაძე.

„მონოპოლიზაციის კორუფციული გეგმა", - „გირჩი" ნარკომანიის პრევენციის ცენტრზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^