Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი: დეკანოზის ადვოკატებს უნდა მიეცეთ საშუალება, თავიანთი სიმართლე გააცნონ საზოგადოებას

21 თებერვალი, 2017 15:13

გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში პატრიარქისა და მეუფეების შეხვედრას ესწრებოდა. მისი თქმით, განიხილებოდა ის რთული საკითხები, რაც დღეს არის საპატრიარქოში. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დარღვეულია უდანაშაულობის პრეზუმფცია და შექმნილია არაჯანსაღი ვითარება, როდესაც ერთ მხარეს არ აქვს თავისი პოზიციის გამოხატვის საშუალება.

„პირველ რიგში მინდა, ყველას ერთად გაგიზიაროთ სიხარული, იმისა, რომ პატრიარქი დაბრუნდა საქართველოში, თავს გრძნობს მხნედ, ჯანმრთელად. დღეს მე პატრიარქთან ერთად შევხვდი ჩვენს მეუფეებს, ძალიან ღია, საინტერესო დისკუსია იყო იმ საკითხების ირგვლივ, რომელიც ეკლესიასთან დაკავშრდებით ვითარდება.

პატრიარქი ხელმძღვანელობს ამ ძალიან მნიშვნელოვან თავყრილობას. ის და მეუფეები ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ. ეს არის თათბირი, სადაც ყველას აქვს განსხვავებულ აზრისა და დისკუსიის შესაძლებლობა.

შეჯამება ამ საუბრის მდგომარეობს შემდეგში. ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, გამოხატოს, ამტკიცოს თავისი სიმართლე და ვერსია სიმართლის. ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს აკეთონ თავიანთი საქმე პოლიტიკური ჩარევის გარეშე, ამ პროცესის ღიაობით გამჭვირვალობით, შეჯიბრებითობით. უნდა აღვნიშნო რომ დღეს შეჯიბრებითობა და უდანაშაულობის პრეზუმფცია მამა გიორგის საქმეზე დარღვეულია და ადვოკატებს უნდა მიეცეთ საშუალება, თავიანთი სიმართლე გააცნონ საზოგადოებას, რადგან ჩვენ ყველანი ამაზე ვსაუბრობთ. ამ პროცესით ჩვენ გადავლახავთ სირთულეებს და მივალთ ჭეშმარიტ შედეგამდე.

პატრიარქი ჩართულია ყველა რთული საკითხის განხილვაში და ჩართულია სრული ღიაობით სინოდისგან. ყველას აქვს შესაძლებლობა ძალიან ღიად და ცივილიზებულად გამოხატოს პოზიცია. ეს არის დიალოგი, როცა პატრიარქი იღებს ყველა ინფორმაციას.

თუმცა ეს არის არაჯანმრთელი სიტუაცია, როდესაც ერთ მხარეს არ აქვს პოზიციის გამოხატვის საშუალება“ -განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^