Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა: უკანონოდ მსჯავრდებული პირების განაჩენთა გადასინჯვის გადაწყვეტილება მივიღეთ

21 თებერვალი, 2017 17:39

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული ორი პირის, თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების სარდლობის საავიაციო ბრიგადის ტაქტიკური სადაზვერვო ესკადრილიის ყოფილი მეთაურის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილის მამუკა ზოიძისა და პოლიტპატიმარ ბაკურ კიღურაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.  

„2012  წლის 1 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების სარდლობის საავიაციო ბრიგადის ტაქტიკური სადაზვერვო ესკადრილიის მეთაური მამუკა ზოიძე დამნაშავედ სცნო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო  შენახვა,  ტარების ფაქტზე.

2011 წლის 6 ოქტომბერს, მაიორი მამუკა ზოიძე გამოიძახეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში და არარსებული ჯაშუშობის აღიარება მოსთხოვეს. მამუკა ზოიძემ აღნიშნული ბრალდება კატეგორიულად უარყო, რის შემდეგაც  მას გახადეს სამხედრო ფორმა, ჩააცვეს სპორტული ტანსაცმელი, თავზე ჩამოაცვეს ტომარა და ფარულად გადაიყვანეს ვაზიანის ჰაუპტვახტში. ოფიციალურად კი მისი დაკავების ვერსიად გაფორმდა თითქოსდა პირადი ჩხრეკისას მას ამოუღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი. პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მამუკა ზოიძეს,  ცეცხლსასროლი იარაღი იმჟამინდელი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების დავალებით ჩაუდეს და სამხედრო მოსამსახურისთვის ღირსების შეურაცხყოფით უკანონოდ დააკავეს.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პატიმრობის  შეფარდებიდან 5 თვის შემდეგ მ.ზოიძე გათავისუფლებული იქნა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე და გათავისუფლებიდან 1 თვეში აღდგენილი იქნა თანამდებობაზე.

ახლად გამოვლენილ  გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება ასევე მიღებულ იქნა ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებულის პოლიტპატიმარ ბაკურ კიღურაძის მიმართ, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 7 მარტის განაჩენით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება ბაკურ კიღურაძეს ედავებოდა, რომ  თითქოს ის 2002 წელს, რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურის დავალებით, სხვა მეცნიერ მუშაკებთან ერთად, გლობალიზაციის პირობებსა და ეპოქაში საქართველოს ნეიტრალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესახებ  სამეცნიერო ნაშრომს ქმნიდა და  საკუთარ საცხოვრებელ სახლში  სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ინახავდა.

ჩატარებული ახალი გამოძიებით დადასტურებულ იქნა ის ფაქტი, რომ ბაკურ კიღურაძის მიმართ მტკიცებულებათა შეგროვება კანონის უხეში დარღვევით, ხელოვნურად მოხდა. 

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ წარმოებული  ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.  ორივე მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მათი უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს“.-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^