Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რა მოხდა ქუჩაში“ - სოციალური კამპანია სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ

21 თებერვალი, 2017 17:27

„იმისათვის რომ ძალა გვქონდეს, სექსუალური შევიწროების მსხვერპლი არ დარჩეს მსხვერპლად და ერთხელაც ხმა ამოიღოს ძალადობის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანია, მოვყვეთ ჩვენი ისტორიები, მოვყვეთ და ვიცოდეთ, რა არის ეს,  როდის, სად და  რა სიტუაციაში განვიცადეთ ძალადობა, უხერხულობა, დამცირება და შეურაცხყოფა. ჩვენი კამპანია სწორედ ამას ისახავს მიზნად, რომ ბევრი ამბავი მოვუყვეთ ერთმანეთს,  რა ხდება ქუჩაში, ანუ საჯარო სივრცეში. ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამაში. პირველი ისტორია უკვე გვაქვს“, - ამბობს მაგდა კალანდაძე. სწორედ მან  წარადგინა დღეს გამართულ შეხვედრაზე კამპანია „რა მოხდა ქუჩაში“, რომელიც კავშირ „საფარის“ მხარდაჭერით დაიწყო.

კამპანიის მიზანია ქალებმა ღიად ისაუბრონ საჯარო სივრცეში განცდილი სექსუალური შევიწროების შესახებ, მოყვნენ თავიანთი ისტორიები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდება.

სექსუალური შევიწროების პრობლემასთან დაკავშირებით კავშირმა „საფარმა“ შეხვედრაზე საკანონმდებლო წინადადებაც წარმოადგინა, ასევე კვლევის „სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში: საკანონმდებლო პრაქტიკის ანალიზი“.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობა ის სფეროა, სადაც საკანონმდებლო კუთხით რიგი საკითხების დარეგულირებაა საჭირო, მათ შორის, სექსუალური შევიწროების შესახებ გარკვეული ამკრძალავი ნორმის კანონში შემოტანა.

„საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ, ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო კამპანიები იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს სექსუალური შევიწროება, თორემ მხოლოდ მუხლის მიღება საკმარისი არ იქნება. 

მან ასევე გამიჯნა სექსუალური შევიწროების პრობლემა საჯარო სივრცეში და დასაქმების ადგილზე. მისი თქმით, ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადება საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების პრობლემას ეხება, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსით უნდა დარეგულირდეს.

რაც შეეხება სექსუალურ შევიწროებას დასაქმების ადგილზე, როგორც ბაია პატარაიამ შეხვედრაზე  აღნიშნა, შრომის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების პაკეტი ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ მოამზადა, საკომიტეტო მოსმენებიც გაიარა და კენჭისყრაზე გატანას ელოდება.

„საფარის“ საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, საზოგადოებრივ ადგილას სექსუალური შევიწროება გულისხმობს ადამიანისთვის  არასასურველ, სექსუალური ხასიათის, ფიზიკურ, ვერბალურ ან არავერბალურ ქმედებას, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლობით გამოიწვევს პირის დამცირებას, შეურაცხყოფას, შეშინებას, ან/და მისთვის მტრული გარემოს შექმნის.

  • გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ათას ლარამდე, ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით
  • იგივე ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის, ან უწეო მდგომარებაში მყოფი პირის მიმართ გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე, ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს რელობისთვის, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სექსუალური შევიწროების რეგულირების კუთხით არსებული საკანონმდებლო ვაკუუმია, რადგან არც ერთი ნორმატიული აქტი არ კრძალავს სექსუალურ შევიწროებას  და შესაბამისად, არც მის ფორმებს, როგორიც არის შევიწროება ქუჩასა და სხვა საჯარო სივრცეში. ასევე,  სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით არ მოიპოვება ფართომასშტაბიანი  კვლევა.

შეხვედრაზე შეკრებილ ადამიანებს საშუალება ჰქონდათ, კამპანია „რა მოხდა ქუჩაში“ ფარგლებში დამზადებული სტიკერები და ე.წ. ყვითელი ბარათები აეღოთ.

„თუ ეს ბარათი მოგაწოდეს, ე.ი. ძალიან ცუდად მოიქეცი,

შეურაცხყოფა მიაყენე იმ ადმიანს, ვინც ბარათი გადმოგცათ, დაამცირე და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენე ის.

შენს საქციელს სექსუალური შევიწროება ჰქვია.

 სექსუალური შევიწროება კი ადამიანზე ძალადობაა.

მომავალში მეტი კეთილგონიერება გამოიჩინე და პატივი ეცი სხვა ადამიანების პირად სივრცეს,“ - წერია ყვითელ ბარათზე.

შეხვედრის დასასრულს კი კამპანიის ფარგლებში „ფაბრიკის“ კედელზე სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართული სტენსილი გაკეთდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^