Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი: სამეურვეო საბჭო მენეჯმენტის დამქირავებელია და პასუხისმგებელი მის კონტროლზე

21 თებერვალი, 2017 23:03

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანის" ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მისი თქმით, თავდაპირველი, სტრესული ინფორმაცია, რომ ყველაფერი იხურება, ახლა დიალოგით შეიცვალა. 

"როდესაც მე შევხვდი სამეურვეო საბჭოს წევრებს, მაინტერესბდა ვითარება.  მათ აქვთ საკმაოდ ნათელი ხედვა თუ როგორ უნდა განვითარდეს არხი, მათ აქვთ ნამუშევარი გარკვეულ კონცეფციაზე,  მეტიც ისინი არიან მენეჯმენტის დამქირავებლები და როგორც დამქირავებლები, ასევე პასუხისმგებელნი მენეჯმენტის კონტროლზე.  თუ არ მოსწონთ მენეჯმენტის გადაწყვეტილებები თავისუფლად შეუძლიათ შეცვალონ მენეჯმენტი. 

რელაურად, საზოგადოებრივ მაუწყებელს მართავს საბჭო.  მათ მითხრეს შეხვედრისას რომ ისინი აპორებდნენ პეროცესის გახსნას და ასეც მოხდა. ეს მნიშვნელოვანია,  ამ პროცესში ახლა ყველა მონაწილეობს.  მეტიც მე მიხარია რომ ამ დისკუსიაში არა  მხოლოდ ჟურნალისტები, ექსპერტები და საზოგადოება ჩაერთლო. თავისთავად ეს ჯანმრთელი პროცესია. იმედი ამქვს ყველა ასეთ სირთულეს ჩვენ გადავლახავთ სწორედ ამ ჩართულობით. ამ ღიაობას და განხილვას მოჰყვება თავისი შედეგები. პირველი სტრესული ინფორმაცია რომ ყველაფერი იხურება, ახლა შეიცვალა დიალოგით და მე მივესალმები ამ დიალოგს, "- ამბობს გიორგი მარგველაშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^