Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

176 150-ლარიანი Toyota Land Cruiser-ით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ისარგებლებს

22 თებერვალი, 2017 11:26

176 150-ლარიანი Toyota Land Cruiser საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს გადაეცა სარგებლობაში. ამის შესახებ „ლიბერალის" მიერ საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული.

2 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლომ „ტოიოტას“ მარკის 3 ახალი ავტომობილი ჩანაცვლების წესით იყიდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული 3 ახალი ავტომანქანის შესაძენად სასამართლომ ჯამში  300 268 ლარი გადაიხადა - ფულადი სახით 221 768 ლარი, ხოლო დანარჩენი 78 500 ლარი ჩასანაცვლებელი ავტომობილებით დაიფარა.

საკონსტიტუციო სასამართლოს Toyota Land Cruiser-ის შეძენა 176 150 ლარი დაუჯდა. Toyota Camry-ის ღირებულება 62 059 ლარია. საკონსტიტუციო სასამართლომ ორი camry - მოდელი იყიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, 2016 წლის დეკემბრიდან დაიწყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ავტოპარკის განახლების პროცესი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ უარი განაცხადა მის სარგებკლობაში არსებული 2 ავტომობილის გამოყენებაზე.

„შესაბამისად სასამართლოს განახორციელა ამორტიზირებული ავტომობილების (რომელთა ექსპლუატაცია უკვე მოითხოვდა დიდ დანახარჯებს) Mercedes-Benz S500-ისა  და Toyota land Cruiser-ის ჩანაცვლება. მათ ნაცვლად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სარგებლობაში გადაეცა ერთი ერთეული ToYota Land Cruiser LC200. ხოლო სასამართლოს ბალანსზე რიცხული Hundai  და Toyota RAV4 ჩაანაცვლა ორი Toyota camry-ით, რომლებიც სარგებლობაში გადაეცათ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს“, - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

176 150 ლარი ერთ ავტომობილში - საკონსტიტუციო სასამართლო ახალ მანქანებს ყიდულობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^