Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ პატრიარქთან შესახვედრად მამა გიორგი საპატრიარქოში გადაიყვანონ

22 თებერვალი, 2017 13:00

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შესაძლებელია დღეს საპატრიარქოში პატრიარქთან შესახვედრად გადაიყვანონ. 

„შესაძლებელია საპატრიარქოში გადაყვანა მოხდეს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ავდივარ  [საავადმყოფოში] და გავარკვევ ყველაფერს", - განაცხადა რამიშვილმა. 

მისი თქმით, გიორგი მამალაძე არღვევს დუმილის უფლებას და მზად არის ჩვენება მისცეს. მისი თქმით, დეკანოზი წაყენებულ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს. 

„მამა გიორგი არღვევს დუმილის უფლებას და ის მზად არის ჩვენება მისცეს. ჩვენ შესაბამისად მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებს და უკვე სრულყოფილად დაიწყება მამა გიორგის დაკითხვა. წაყენებული ბრალდება რაც აქვს მამა გიორგის, იგი უდანაშაულოდ თავს ცნობს და თუ მივა პროკურატურა იმ დასკვნამდე, რომ აქ აღარ არსებობს დანაშაული და კანონის შესაბამისობაში მოიყვანს ფაქტობრივ გარემოებებიდან გამომდინარე საქმის მსვლელობას, უნდობლობა ვეღარ იქნება, იმიტომ, რომ თუ შესაწყვეტია, უნდა შეწყდეს ეს საქმე,“ - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^