Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეკა ფირცხალავა: ვუხელმძღვანელებ პროექტს, რომლითაც „მაესტრო“ ნიუს-არხად უნდა იქცეს

22 თებერვალი, 2017 18:26

ჟურნალისტ ეკა ფირცხალავას ტელეკომპანია „მაესტროში“ სამსახურს სთავაზობენ, მისი მოვალეობა არხის იმგვარად რეორგანიზება იქნება, რომ კომპანია ნიუსებზე იყოს ორიენტირებული.

"ვფიქრობ, რომ დავთანხმდები, წინადადება საინტერესოა და მე მაქვს ამ ტიპის გამოცდილება" - უთხრა ფირცხალავამ „ლიბერალს“.

ჟურნალისტის თქმით, ის არ იქნება ტელეკომპანიის დირექტორი, არამედ მხოლოდ ხსენებულ პროექტს უხელმძღვანელებს. 

როგორც ჰოლდინგ იმედის განცხადებაში ვკითხულობთ,  2017 წლიდან მაესტრო იმედის ნაწილი უნდა გამხდარიყო,  თუმცა, საჯარო რეესტრში მაესტროს წილების ცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ასახულა.

შეგახსენებთ, რომ ამ განცხადებამდე, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“ ბერა ივანიშვილისგან  GDS-ის (შპს ჯი-დი-ეს თი-ვი)  100%  იყიდა. გარიგება რეესტრში მიმდინარე წლის 28 იანვარს აისახა.

„ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ მფლობელი ინა გუდავაძეა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^