„ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა, იციკ მოშემ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ისრაელისა და საქართველოს მთავრობებს მოუწოდებს, უვიზო მიმოსვლა, დროებით, 100 დღით შეწყდეს, არსებული პრობლემის მოსაგვარებლად კი ორმხრივი კომისია შეიქმნას.
მისი თქმით, ტურისტულმა კომპანიებმა უნდა იმუშაონ მხოლოდ ტურიზმზე, არ ივაჭრონ ადამიანებით და ასევე საჭიროა, რომ ისრაელმა განსაზღვროს სამუშაო კვოტა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„ტურისტულმა კომპანიებმა უნდა იმუშაონ მხოლოდ ტურიზმზე, რაც შეეხება სამუშაო ვიზებს, ისრაელს სჭირდება პროექტებზე სამუშაოდ ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ ამისათვის საჭიროა, ისრაელმა განსაზღვროს სამუშაო კვოტა საქართველოს მოქალაქეებისთვის“.
გვჯერა, რომ ინიციატივებს, რომელსაც მომავალ კვირას დავაყენებთ, ექნება შედეგი. ორივე ქვეყნის მთავრობას უნდა მივმართოთ, პირველ ეტაპზე, დროებით, 100 დღით შეწყვიტონ უვიზო მიმოსვლა საქართელო-ისრაელს შორის. ამ 100 დღეში უნდა შეიქმნას ორმხრივი კომისია, რომელიც იმუშავებს საკითხების მოგვარებაზე. ისრაელის სახელმწიფომ უნდა გამოყოს სამუშაო კვოტა საქართველოდან ჩასული მოქალაქეებისთვის. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტურისტულმა კომპანიებმა არ ივაჭრონ ადამიანებით და არ მოიტყუონ. ტურისტულმა კომპანიებმა უნდა იმუშაონ მხოლოდ ტურიზმზე“, - განაცხადა იციკ მოშემ.