Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურორი: ავიღებთ ნიმუშებს. თუ ბრალდებული გამოთქვამს მზადყოფნას, დავკითხავთ

24 თებერვალი, 2017 16:58

ე.წ. მატროსოვის ციხეში „ციანიდის საქმეში“ ბრალდებულ დეკანოზთან გამომძიებლები და ექსპერტები იმყოფებიან. როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ექსპერტიზისთვის რამდენიმე ნიმუშს აიღებენ.

მისივე თქმით, თუ დეკანოზი სურვილს გამოთქვამს ჩვენების მიცემის თაობაზე, ნიმუშების აღების შემდეგ, დღესვე დაიწყება მისი დაკითხვაც. 

”დღეს, პირველ რიგში, ავიღებთ შესაბამის ნიმუშებს. დანიშნულია საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზა: ბიოლოგიური, გრაფიკული და ფონოსკოპიური. დღეს მოსულები ვართ, რომ ავიღოთ შესაბამისი ხელწერის ნიმუშები, ასევე ბიოლოგიური და ფონოსკოპიური ნიმუშები. ამის შემდეგ, თუ ბრალდებული გამოთქვამს მზადყოფნას, მოხდება მისი დაკითხვა”, - განაცხადა პროკურორმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^