Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის მერიამ C ჰეპატიტის სადიაგნოსტიკო ანალიზების თანადაფინანსება შეწყვიტა

24 თებერვალი, 2017 18:07

თბილისის მერიამ 2017 წლის იანვრიდან C ჰეპატიტის სადიაგნოსტიკო ანალიზების ხარჯის თანადაფინანსება შეწყვიტა. თანადაფინანსების წესი შეუნარჩუნდათ მხოლოდ სოციალურად დაუცველებს.

2016 წელს ყველა სხვა მოსარგებლეს (არა სოციალურად დაუცველს) ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებდა 30%-თ, ხოლო მერია – 60%-ით.

C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვამდე პაციენტებმა რამდენიმე გამოკვლევა უნდა ჩაიტარონ. დღეის მდგომარეობით კი, როდესაც თანადაფინანსების წესი აღარ მოქმედებს, თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეს გამოკვლევებისთვის 300-დან 350 ლარამდე უჯდება (სამინისტროს 30%-ის გამოკლებით), ამას ასევე ემატება 3-თვიანი მკურნალობის კურსის პარალელურად ჩასატარებელი გამოკვლევების ღირებულება, რომელიც ჯამში 300-ლარამდეა.

„თბილისში 1 იანვრიდან მოყოლებული მერია აღარ აფინანსებს დიაგნოსტიკისა და მონიტრინგის ხარჯს. შესაბამისად, 70% არის პაციენტის გადასახდელი. ამასთან, ადამიანებს, ვინც დიაგნოსტირების ნაწილი ჩაიტარა დეკემბერში და გააგრძელა იანვარში, აღარ უგრძელდებათ დაფინანსება. როცა სახელმწიფოს აქვს გაცხადებული, რომ ელიმინაციას უნდა მიაღწიოს, და ელიმინაციას რომ მიაღწიო, ყველა ბარიერი უნდა იყოს მოხსნილი. სახელმწიფოს ინტერესებში უნდა იყოს, რომ ამ განაცხადის შემდეგ ყველა პაციენტი ჩართოს პროგრამაში“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას „მსოფლიო ექიმები საფრანგეთის“ საქართველოს წარმომადგენლობის მენეჯერი ინა ინარიძე.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, თანადაფინანსება მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.  ინარიძის თქმით, მათი ბენეფიციარების უმეტესობა სოციალურად დაუცველია, თუმცა მათ არ აქვს საჭირო ქულები, რომ მიიღონ თანადაფინანსება. „ვერ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმს და, შესაბამისად, ასეთი ბენეფიციარები არიან ძალიან ცოტა“, - ამბობს ინარიძე.

„ლიბერალმა“ თბილისის მერიას ჰკითხა თუ რატომ გაუქმდა ახალი წლიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გარდა სხვა მოქალაქეებისთვის თანადაფინანსება და რატომ აღარ ენიჭება პრიორიტეტი მკურნალობამდე საჭირო გამოკვლევების თანადაფინანსებას. მერიიდან პასუხები ამ კითხვაზე არ მიგვიღია.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, მათი თქმით, აღნიშნული ზღვარი [70 000] C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში დადგენილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^