Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამარ ხიდაშელი ომბუდსმენის აპარატში ანტიდისკრიმინაციულ საკითხებში მრჩევლად დაინიშნა

24 თებერვალი, 2017 19:57

თამარ ხიდაშელი ომბუდსმენის აპარატში ევროკავშირის პროექტის ფარგლებში სამართლებრივი ექსპერტის პოზიციაზე დაინიშნა. „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში" - ასე ეწოდება პროექტს, რომლის ფარგლებში სამართლებრივი ექსპერტის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსშიც ხიდაშელი იღებდა მონაწილეობას.

ხიდაშელი გასაუბრებაზე ომბუდსმენის აპარატში 15 თებერვალს იმყოფებოდა, თუმცა ვინაიდან პროექტი მასში დასაქმებულს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას უკრძალავს, პარტიის წევრის სტატუსის 2 წლის ვადით შეჩერების მოთხოვნით „რესპუბლიკურ პარტიას“, როგორც თვითონ იხსენებს, ჯერ კიდევ 10 თებერვალს, პრევენციულად მიმართა.

„იმის გამო, რომ სახალხო დამცველის აპარატია და ვიღაცას შეიძლებოდა დარჩენოდა განცდა მიკერძოების შესახებ, მე დავწერე განცხადება პარტიის წევრობის შესაჩერებლად” - უთხრა ხიდაშელმა „ლიბერალს“ 15 თებერვალს.

შეკითხვაზე, დაბრუნდება თუ არა პარტიაში 2 წლის შემდეგ, იგი პასუხობს რომ ჯერჯერობით ეს არ იცის. 

„ამაზე წინასწარ ვერ გიპასუხებთ", - ამბობს ხიდაშელი. 

„ლიბერალი“ დაინტერესდა, თუ რატომ გადაწყვიტა ხიდაშელმა პარტიის წევრის სტატუსის შეჩერება წინასწარ, როცა არ იცოდა, შეარჩევდნენ თუ არა იმ ოთხ კონკურსანტს შორის, რომლებიც ამ პოზიციის დასაკავებლად კონკურსში იღებდნენ მონაწილეობას.

„საქართველოში პოლიტიკური პარტიის წევრობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ ხარ მმართველი პარტიის წევრი, არის სტიგმასთან დაკავშირებული და თქვენი ცნობისმოყვარეობაც ამ საკითხთან დაკავშირებით ამაზე მეტყველებს. მე ჩემს გამოცდილებას გაგიზირებთ: ერთ გასაუბრებაზე, რომელზეც იქამდე ვიმყოფებოდი, ნახევარსაათიანი ინტერივიუს მანძილზე ძირითადად იმაზე მეკთიხებოდნენ, პოლიტიკური პარტიის წევრობა ხელს ხომ არ შემიშლიდა საქმიანობის განხორციელებაში. გარდა ამისა, ვიცი რა საზოგადოებაში არსებული განწყობების შესახებ და იმის შესახებ, რომ დასაქმების შემთხვევაში შეიძლებოდა ომბუდსმენის აპარატს შექმნოდა პრობლემა, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ რადგან კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას, ამიტომ შემეჩერებინა პარტიის წევრობა“ - უთხრა ხიდაშელმა „ლიბერალს“.

ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ ანტიდისკრიმინაციულ საკითხებში სამართლებრივი ექსპერტის პოზიციის დასაკავებლად კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდა, რაც CV-ების შერჩევასა და გასაუბრებას ითვალისწინებდა.

„შესარჩევ კომისიაში იყვნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, ნათია კაციტაძე; სახალხო დამცველის მოადგილე, ეკატერინე სხილაძე და პროექტის ხელმძღვანელი, ლევან მესხორაძე. პროექტში დასაქმებულია 15 ადამიანი (პროექტის გუნდის ხელმძღვანელი, ფინანსური მენეჯერი, ადმინისტრაციული ასისტენტი, PR ექსპერტი, საპარლამენტო მდივანი; 4 სამართლებრივი ექსპერტი და 6 საკონტაქტო პირი რეგიონებში“ - უთხრეს „ლიბერალს“ ომბუდსმენის აპარატში.

მათივე განმარტებით, პროექტის ხანგრძლივობა 31 თვეა და მას ლევან მესხორაძე ხელმძღვანელობს.

პროექტის მიზნებია:

• დისკრიმინაციული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა; სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის გაძლიერება.

• სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, შშმ პირების, პატიმრების, ქალების, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვის მიზნით.

აპარატის ინფორმაციით, თამარ ხიდაშელი 2013–2015 წლებში ხელმძღვანელობდა ევროკავშირის პროექტს „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“.

თამარ ხიდაშელი „რესპუბლიკური პარტიის" წევრის სტატუსს 2 წლით იჩერებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^