Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს თანამშრომლებმა ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მისაცემად წაიყვანეს

24 თებერვალი, 2017 21:19

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა "გირჩის" ოფისი ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად დატოვეს. ზურა ჯაფარიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და აღნიშნულ საქმეზე ჩვენების მისაცემად მას პოლიციის განყოფილებაში გაყოლა სთხოვეს. სავარაუდოდ ზურა ჯაფარიძეს მოწმის სახით დაკითხავენ. 

დღეს "გირჩის" ოფისში საგანგებო ბრიფინგზე, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 5 გრამი "ბიო" დაუბრკოლებლად იყიდეს. ბრიფინგზე ჯაფარიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში დარეკა და ამის შესახებ აცნობა. მან ასევე ჟურნალისტებს აჩვენა ყიდვის პროცესის ვიდეოჩანაწერი:

"ეს იყო ექსპერტიმენტი, რომელიც აჩენებს დაახლოებით 1 საათში როგორი მარტივია "ბიოს" ყიდვა. ამ 5 გრამში ჩვენ დაახლოებით 900 ლარი გადავიხადეთ. ეს არის ნარკოტიკი, რომელიც ცუდად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, იწვევს დამოკიდებულებას".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^