Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა: დეკანოზი გიორგი მამალაძე ორშაბათს დაიკითხება

25 თებერვალი, 2017 17:27

დეკანოზი გიორგი მამალაძე ორშაბათს დაიკითხება, ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. მისი თქმით, დაკავებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და ხუთჯერ შესთავაზეს ჩვენების მიცემა, მაგრამ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. 

„დაკავების შემდეგ მას 5-ჯერ შევთავაზეთ დაკითხვა, თუმცა ყველა ჯერზე უარი თქვა ჩვენების მოცემაზე. გარდა ამისა, მივმართეთ, რომ ექსპერტიზისთვის მოეცა ნიმუშები. 14 თებერვალს შევთავაზეთ, ნებაყოფლობით მოეცა ხმის, ხელწერისა და დეენემის ნიმუშები, რაზეც კვლავ უარი მივიღეთ. 

ამის შემდეგ, განჩინების საფუძველზე, კვლავ შევთავაზეთ, თუმცა ამ ჯერზეც, მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა მიზეზად და კვლავ უარი განაცხადა, გაეცა ნიმუშები. 

რეალურად, ჩვენ ექიმის თანხმობა გვქონდა, რომ მას თავისუფლად შეეძლო, მონაწილეობა მიეღო საპროცესო მოქმედებაში. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ადვოკატებისა და ბრალდებულის განცხადებები, რომ ჩვენ ვაჭიანურებთ პროცესს, ეს არის მათი მხრიდან სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ 24 თებერვალს კვლავ მივმართეთ ბრალდებულს ნიმუშების ასაღებად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის მისი ვალდებულება, რაც შეეხება მის დაკითხავს, იგი ორშაბათს დაიკითხება. საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მის მიმართ არსებობს ბევრი შეკითხვა და მას მოუწევს ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა" - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურორი ე.წ. ციანიდის საქმეზე: როდესაც საფრთხე აღარ იქნება, მტკიცებულებები გასაჯაროვდება

პროკურორი: ავიღებთ ნიმუშებს. თუ ბრალდებული გამოთქვამს მზადყოფნას, დავკითხავთ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^