Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახალხო დამცველი: დეკანოზი გიორგი მამალაძე იმყოფება აუდიო-ვიზუალური კონტროლის ქვეშ

25 თებერვალი, 2017 22:56

სახალხო დამცველმა „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საკანში აუდიო-ვიზუალური კონტროლის ქვეშ იმყოფება. 

„როგორც დღეს გავარკვიეთ, საკანში, სადაც არის, იმყოფება აუდიო-ვიზუალური კონტროლის ქვეშ, მისი უსაფრთხოებისთვის.

საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია არსებობდეს, დაკვირვების ქვეშ იყოს და ეს მისი სურვილიც იყო, რომ მეტი ღონისძიებები გატარდეს. თვითონ მოითხოვა რომ დაკვირვების ქვეშ იყოს,” – აღნიშნა ომბუდსმენმა.

მისი თქმით პროკურატურისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რაც მიანიშნებდა რომ სავარაუდო მკვლელობა დაგეგმილი იყო მაღალ სასულიერო პირებზე.

„მოვისმინეთ არაერთი განცხადება პროკურატურისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რომელიც მინიშნება იყო, რომ თითქოს სასულიერო პირებზე, პატრიარქზე იყო მინიშნება, ხდებოდა სავარაუდო მკვლელობა,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში. 

უჩა ნანუაშვილის თქმით, მამა გიორგის თხოვნაზე, რომ დაცული იყოს მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არანაირი ღონისძიება არ გატარებულა.

„იმ ფონზე, როდესაც საუბარია ყველაზე მაღალ ავტორიტეტულ ადამიანზე საქართველოში, როდესაც ასეთი ბრალდების ტირაჟირება ხდება, კონკრეტული სახელი-გვარი სახელდება, არ არის გამორიცხული, რომ მის მიმართ, მისი ოჯახის წევრების მიმართ რისკებს ჰქონდეს ადგილი და სახელმწიფომ უფრო დამატებითი ღონისძიებები უნდა გატაროს, რომ უსაფრთხოება იქნას დაცული,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^