Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დააპურე დაუცველი ცხოველი" - მოქალაქეები მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვებს აგროვებენ

26 თებერვალი, 2017 15:47

ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის ორგანიზებით, რუსთაველის მეტროსთან დღეს აქცია იმართება, სადაც მოქალაქეები მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვებს აგროვებენ.

„ჩვენი მიზანია შევაგროვოთ ცხოველებისთვის საკვები, რომელსაც გადავცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში მიუსაფარ ცხოველებს კვებავენ“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას თიკო კვალიაშვილი, ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის აქტივისტი. მათი თქმით, ამგავრი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

„ალბათ ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოში კვლავ მწვავედ დგას მიუსაფარ ცხოველთა პრობლემა. პრობლემა კვების, შეფარების, მკურნალობის და ელემენტარულად მათი დაცვის. აქციის მიზანია, ცხოველთა მოყვარულებმა შევაგროვოთ მათთვის საკვები და დასაფენები, რომლებიც დანაწილდება იმ ადამიანებს შორის ქუჩაშიც რომ აქცევენ ყურადღებას ასეთ არსებებს... მოგეხსენებათ ცივი ზამთარია და ამ დროს უფრო უჭირთ თავის გადარჩენა მათ. ამავდროულად აგროვდება თანხა ჩვენი ინვალიდი ძაღლის ბობოს შემფარებლისათვის. ვეხმარებით ზუგდიდელ 87 წლის ლუდა ბებოს, რომელიც უამრავ კატას და ძაღლს კვებავს თავის პენსიით და თავად ხშირად მშიერი იძინებს“, - აცხადებენ  ორგანიზატორები facebook-ზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^